როგორი უნდა იყოს კარგი CV? “ CV- ის კარგი ფორმა ხომ არ გვაქვს? ” “ შეგიძლია CV დამიწერო ” ? “ როგორია კარგი CV ” ? “ შეგიძლია CV შემივსო? ” “ როგორ უნდა დავწერო CV ” ? - ეს კითხვები იმდენად ხშირად გვსმენია, რომ შეგვიძლია ჩავთვალოთ ტრადიციული კითხვებია, რომელზეც იმდენი ‘ სწორი ” პასუხია, რამდენ რესპოდენტსაც მივმართავთ.
CV-ის დაწერა მარტივია, და სპეციალურ სწავლას არ საჭიროებს, მთავარია დავიცვათ ე.წ „ მარტივი და აუცილებელი წესები “ , რომლებიც უნივერსალურია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის. CV საკუთარი “ ისტორიის აღწერის ” ერთგვარი უნარია, რომელსაც არც უამრავი ადამიანის მხარდაჭერა სჭირდება და არც გამოკითხვის ჩატარება.
მოდით, დავიწყოთ ყველაზე საინტერესო კითხვებით.
საინტერესო კითხვა 1. გვქონდეს თუ არა CV? პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია, უნდა გვქონდეს, რადგან CV (და თანაც, მუდმივად განახლებული) საკუთარი შედეგებისა თუ მიღწევების “ მემატიანეა ” . CV, რომელიც ყველაზე მეტად ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ ვიცოდეთ რა გავაკეთეთ და სად ვართ; ამავე დროს, არავინ იცის როდის დაგვჭირდება და რისთვის; და ბოლოს თუ სამსახურს ვეძებთ და - jobs.ge საც ხშირად ვსტუმრობთ, მაშინ კარგად შედგენილი და მოწესრიგებული CV პირველი წარმატებული ნაბიჯია.-
საინტერესო კითხვა 2 -ვინ უნდა დაწეროს CV?
ჩვენი СV ჩვენ უნდა შეადგინოთ. არ შეიძლება სხვას ვთხოვოთ СV-ს დაწერა და არც სხვა ადამიანის СV- ს შაბლონად გამოყენაბაა კარგი გამოსავალი, რადგან არცერთი ადამიანის “ ისტორია ” არ არის იდენტური. მეგობრის CV ვერ დაგვეხმარება ჩვენს შესახებ ინფრომაციის გადმოცემაში და დროსაც ამაოდ დავკარგავთ.
საინტერესო კითხვა 3 - როგორ უნდა დავწერო CV ?
უამრავი CV გვინახავს, რომელიც ან ძალიან კარგია (ეს ცოტაა სამწუხაროდ) ან ძალიან ცუდი. არსებობს CV-ის დაწერის „ ოქროს წესები “ , რომელიც მხოლოდ ორთოგრაფიულ გამართულობას არ გულისხმობს. ამ „ ოქროს წესების “ მიზანი ერთია: სწორად და გასაგებად მივაწოდოთ ჩვენს შესახებ ინფორმაცია CV- ის ადრესატს.
მოკლედ, როგორ დავწეროთ საკუთარი CV და აი ასე:
თუ CV გჭირდებათ სამსახურის მოსაძიებლად აუცილებლია:
1. კონკრეტულ ვაკანსიაზე გაგზავნისას ჩვენი CV უნდა შევუსაბამოთ პოზიციას და არ გავაგზავნოთ შარშანდელი CV . ვაკანსიასთან შესაბამისობა გულისხმობს განახლებულ CV-ში ვაკანსიისთვის საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის უფრო სრულყოფილად წარმოჩენას.
2. CV -ს ფორმატი - CV არ უნდა იყოს ვრცელი და გადატვირთული. უნდა გვახსოვდეს, რომ ადრესატისთვის ჩვენს შესახებ მხოლოდ უახლესი ინფორმაციაა საინტერესო. კარგი CV არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 2 გვერდს. არ შეიძლება CV ს „ ექსელში “ ან „ ფაუერ პოინტში “ შედგენა. არც მისი გაფერადება ან ორნამენტებით შემკობაა საჭირო- ეს არ არის კარგი CV. მერე რა რომ მარკეტოლოგები ვართ ან ფინანსისტები, არ გვინდა ფერებში გადმოცემული ისტორია, ნუ გავაშარჟებთ ჩვენს საამაყო მიღწევებს.
3. რა ინფორმაცია სჭირდება CV-ს -
მოდით დავყოთ ორ ნაწილად: ა) აუცილებელი ინფორმაცია ჩვენს შესახებ - ვინ ვართ, საკონტაქტო ტელეფონი, ელ-ფოსტა, დაბადების თარიღი. არ არის აუცილებლელი ჩვენი ოჯახური მდგომარეობისა და შვილების რაოდენობის მითითება-თუ დაიტერესდებიან ჩვენი ოჯახური მდგომარეობით , შეხვედრაზე გვკითხავენ, ეს ნამდვილად არ მოერიდებათ ..
ბ) ინფორმაცია ჩვენი სამუშაო გამოცდილების შესახებ- საჭიროა შევიტანოთ იმ კომპანიების დასახელება, სადაც ვმუშაობდით და ვმუშაობთ, პოზიციებისა და კომპანიაში მუშაობის წლების მითითებით. აუცილებელია, რომ ჩვენი გამოცდილების შესახებ ინფორმაცია გადმოვცეთ უახლესი, მიმდინარე პერიოდიდან. არ შეიძლება ინფორმაცია დავალაგოთ წლების ზრდის მიხედვით და ადრესატს ვაძებნინოთ CV -ში ახლა რას ვსაქმიანობთ.
4. სამუშაო გამოცდილება - მოკლედ უნდა აღვწეროთ ჩვენი შედეგები და არ გამოვიყენოთ ფუნქციების ამსახველი ზმნები, რაც არ არის შთამბეჭდავი და მიმზიდველი.
5. განათლება - მივუთითოთ უნივერსიტეტი და განათლების ხარისხი. თუ ვართ რომელიმე რეიტინგული უნივერსიტეტის მაგისტრი, ჯობია ეს ინფორმაცია დასაწყისშივე გავუზიაროთ ადრესატს- აი ეს შთამბეჭდავია!
6. საოფისე პროგრამების ცოდნა (და არა კომპიუტერული უნარები!) - აღარ უნდა ჩამოვწეროთ MS Exel, MS Word და სხვ. მითუმეტეს დაუშვებელია, დავწეროთ, რომ ვიცით,Windows , outlook და internet ი - ეს ძალიან ცუდი СV-ია, რომელიც ორ რამეზე მიუთითებს- პირველი: CV დაუდევრად გავაკეთეთ და