მარწყვის ტორტი ბისკვიტი:
კვერცხი -10 ცალი
შაქარი - 10 ს.კ.
ფქვილი - 8 ს.კ.
კრემი:
რძე - 500 მლ.
კვერცხი - 2 ცალი
ფქვილი - 2 ს.კ.
შაქარი - 1 ჩ.კ.
კარაქი - 200 გრ.
ვანილი - გემოვნებით
შიგთავსი:
მარწყვი - 1 კგ.
ალუბალი - 200 გრ.
მალინა - 200 გრ.
მომზადება:
1. მარწყვი კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ 1 ს.კ. შაქარი და გავაჩეროთ 1 საათი (სანამ წვენს არ გამოყოფს).
2. გავაკეთოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ, შევათქვიფოთ კვერცხის გულები, შაქრის ფხვნილი, ფქვილი, დავამატოთ ვანილი, ჩავასხათ პერგამენტგადაფარებულ ცხიმწასმულ ფორმაში და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად.
3. მოვამზადოთ კრემი: ორი კვერცხის გულისა და ერთი მთლიანი კვერცხისაგან გავაკეთოთ გოგლი-მოგლი 1 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად, ავურიოთ ორი სუფრის კოვზი ფქვილი, ვანილი, დავასხათ 500 მლ. ცხელი რძე, დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე. როდესაც მიღებული მასა გაცივდება, მიქსერით შევათქვიფოთ 200 გრამი კარაქი.
4. ბისკვიტი გავჭრათ ორ ნაწილად. დავნამოთ მარწყვის წვენით, წავუსვათ კრემი, მოვაწყოთ ხილი და დავაფაროთ მეორე ნაწილი. ტორტს ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ ხილით.