შესავალი წინამდებარე წიგნი არის პირველი შემაჯამებელი ნაშრომი საქართველოს მტკნარი წყლისა და შავი ზღვის საქართველოს ნაწილის თევზების შესახებ. წიგნში სისტემატური თანმიმდევრობით წარმოდგენილია თითოეული ტაქსონის სურათი, მახასიათებლები, გეოგრაფიული გავრცელება და კონსერვაციული სტატუსი. ნაშრომი ეყრდნობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულ ორსაუკუნოვან იხთიოლოგიურ კოლექციებს (1700მდე თევზის ექსპონატი) და ავტორთა მრავალწლოვან ზოოლოგიურ კვლევებს. სულ განხილულია თევზების 168 სახეობა, მათ შორის 61 მტკნარი წყლის ბინადარია, 77 ზღვის ბინადარი, ხოლო 30 გამსვლელია. 13 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს იხტიოლოგიური მეცნიერებით დაინტერესებული ბიოლოგებისათვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის.
This book is a subsidiary directory of almost 1700 fish from the Black Sea and freshwater sources of Georgia. It is based on two centuries of zoological collections of the National Museum of Georgia and the scientific papers of the authors. The book discusses bioecological data, size, weight, age, spawning period, fecundity, distribution of fish and conservation status. There are in total 168 species, 61 species inhabit freshwater, 77 inhabit sea and 30 species are transitoty.13 species within Georgia are included in the Red List. This book is a subsidiary directory for the biologists interested in ichthyology, for students, for school teachers and pupils.
შესავალი
წიგნი წარმოადგენს პირველ შემაჯამებელ ნაშრომს საქართველოს მტკნარი წყლისა და შავი ზღვის საქართველოს ნაწილის თევზების თაობაზე. გამოცემაში წარმოდგენილია თითოეული ტაქსონის სურათი, მახასიათებლები (ზომა, წონა, ასაკი, გამრავლების პერიოდი, ნაყოფიერება), გეოგრაფიული გავრცელება და საერთაშორისო კონსერვაციული სტატუსი. ტაქსონთა უმრავლესობისათვის ნომენკლატურა აღებულია თევზების გლობალური საინფორმაციო სისტემიდან ჰტტპ://ფისჰბასე.ორგ/. ზოგიერთი ადგილობრივი ფორმისათვის, რომლებიც ზემოაღნიშნულ ბაზაში არ შედის, ტაქსონომიური სტატუსი უცვლელადაა მოტანილი შესაბამისი შრომებიდან.
საფონდო მასალების შეგროვებაში დიდი წვლილი მიუძღვით გამოჩენილ ზოოლოგებს: გ. რადდეს, ლ. ბერგს, რ. შმიდტს, მ. ტიხის, ვ. მარტის, ფ. კავრაისკის, რ. შელკოვნიკოვს, კ. სატუნინს,ნ. სმირნოვს, რ. ელანიძეს, მ. დემეტრაშვილს, გ. ბარაჩს, ა. სადოვსკის, ნ. ნინუას,ი, ჩხიკვიშვილს, ლ. ჩინჩალაძეს და სხვებს.
სულ განხილულია 168 სახეობა; მათ შორის 61 მტკნარი წყლის ბინადარია, 77 ზღვის ბინადარი, ხოლო 30 გამსვლელია. 13 სახეობა შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, ესენია: ატლანტური ზუთხი (Acipensersturio), კოლხური ზუთხი (Acipenser colchicus), ფორეჯი (Acipenser stellatus), ტარაღანა (Acipenser gueldenstaedtii), რუსული ზუთხი (Acipenser nudiventris), სპარსული ზუთხი (Acipenser persicus), სვია (Huso huso), შავი ზღვის ქაშაყი (Alosa immaculata) (=Alosa pontica), კალმახი (Salmotrutta fario), მორევის ნაფოტა (Rutilus frisii), კოლხური ხრამული (Capoeta sieboldi) (=Varicorhinussieboldi), კავკასიური გველანა (Sabanejewia caucasica) და მექვიშია ღორჯო (Neogobius fluviatilis).
საქართველოში 26000ზე მეტი მდინარეა, მათი დიდი ნაწილი მთის მოკლე და მცი რეწყლიანია. 25 კმზე მეტი სიგრძის მდინარეთა რაოდენობა სულ 273ია, ტბების რიცხვი 860საღემატება. ბოლო წლებში გაიზარდა წყალსატევების ქსელიც, მათი ოდენობა 45მდეა, რომლებიც ემსახურება ელექტროსადგურებს, ტერმინალებს, ირიგაციულ სისტემებს და ფართოდ არის გამოყენებული სათევზაო მეურნეობების მოსაწყობად.
შავი ზღვის საქართველოს ტერიტორია გადაჭიმულია 315 კმზე. მისი ფაუნისტური კომპლექსი შემორჩენილია ძირითადად პარათეტისის რელიქტური ფაუნიდან, სადაც ისტორიულად ფაუნის ცვლილებები ხდებოდა თეტისის გამტკნარებასა და მარილიანობის მატებასთან დაკავშირებით. აქ ძირითად ფაუნას ყოველთვის ემატება მტკნარი წყლებისა და ხმელთაშუა ზღვის ფაუნის წარმომადგენლები. ბოლო 4550 წლის მანძილზე შავ ზღვაში იშვიათად, მაგრამ მაინც ვხვდებით სახეობებს უფრო შორეული ზღვებიდანაც. მაგალითად, ზურგრქოსანს (Balistes capriscus Gmelin), რომელიც ნაპოვნია სოხუმთან. გონიოს მახლობლად დაიჭირეს შავი ზღვისათვის იშვიათი სახეობა ზღვის ეშმაკი ((Lophius piscatorius), რომელიც ხმელთაშუა ზღვიდანაა შემოსული.
თევზებს, რომლებიც 30 ათასამდე სახეობას ითვლის და ხერხემლიანთა შორის ერთერთი მრავალრიცხოვანი ჯგუფია, ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ადამიანი ქვის ხანიდან იყენებდა თევზებს არა მარტო საკვებად; მათი ფხებისაგან ამზადებდა ნემსებს, მსხვილი ძვლებისაგან ნადირობისათვის ისრის პირებს.
თევზების დამარილება და დამუშავება შუა საუკუნეებიდან დამკვიდრდა. რიონის ზუთხისნაირთა რეწვის თაობაზე მონაცემები და ადგილობრივი მოსახლეობის ცოდნა ზუთხის ქვირითის დამზადების შესახებ მე18 საუკუნის მე2 ნახევარს ეკუთვნის, ქართველ მეფეთა მემატიანეები კი ზუთხისნაირთა რეწვის ადრეულ პერიოდსაც აღწერენ. ჯუზეპე ჯუდიჩი მილანიდან თავის წერილებში „ საქართველო XVIII საუკუნეში “ მოგვითხრობს ჩვენში თევზის ჭერისა და მისი მრავალფეროვნების შესახებ. XVIIXVIII სს. ქართველი პოლტიკური და საზოგადო მოღვაწე სულხანსაბა ორბელიანი თავის ლექსიკონში ჩამოთვლის შემდეგ