მანდარინის ტარტი თაფლით
ტარტისთვის:
ნიგოზი - 2 ჭიქა
ფინიკი - 8 ცალი
ქოქოსის ფანტელი - ნახევარი ჭიქა
კრემი:
არაქისი - 2 ჭიქა
ფორთოხლის წვენი - 1 ჭიქა
მანდარინი - 2 ცალი
თაფლი - ნახევარი ჭიქა
არაჟანი - ნახევარი ჭიქა
ჟელე:
მანგო - 1 ცალი
თაფლი - ნახევარი ჭიქა
ფორთოხლის წვენი - 1/4 ჩ.ჭ.
ჯელატინი - 1 შეკვრა
მომზადების წესი:
ნიგოზი, ფინიკი და ქოქოსის ფანტელი ავთქვიფოთ ბლენდერში. მიღებული მასა გადავიტანოთ ტარტის ფორმაში, კარგად დავტკეპნოთ, დავასხათ კრემი, შემდეგ ჟელე და გავყინოთ.
კრემის მომზადების წესი:
მოვათავსოთ ბლენდერში არაქისი, ფორთოხლის წვენი, თაფლი, არაჟანი და კარგად ავთქვიფოთ. მიღებულ მასას დავუმატოთ მანდარინის კანგაცლილი ლებნები და ავურიოთ.
ჟელეს მომზადების წესი:
ჟელატინს დავასხათ თბილი წყალი, გადავიტანოთ ბლენდერში, დავუმატოთ თაფლი, ფორთოხლის წვენი, მანგო და კარგად გავთქვიფოთ.