1. შაქრიანი დიაბეტის ზოგადი დახასიათება - 1.1 გლუკოზა შაქრიანი დიაბეტი ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული ენდოკრინული დაავადებაა. ამ დროს ადამიანის ორგანიზმი ვერ ითვისებს შაქარს (გლუკოზას), რის გამოც სისხლში მისი დონე იმატებს და ვითარდება ჰიპერგლიკემია.
1.1 გლუკოზა
გლუკოზა ენერგიის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა. უჯრედში მის მოსახვედრად საჭიროა ჰორმონი, რომელსაც ინსულინი ეწოდება. ინსულინი ხელს უწყობს უჯრედში გლუკოზის შეღწევას. როცა მისი წარმოქმნა ან ათვისება დარღვეულია, შაქარი სისხლში რჩება (განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციისას შარდშიც აღწევს), ხოლო უჯრედები შიმშილობენ.
სისხლში შაქარი ორი გზით ხვდება: საკვების მეშვეობით და ღვიძლიდან, რომელიც ორგანიზმისთვის შაქრის ერთგვარ დეპოს წარმოადგენს, - ამიტომ სისხლში შაქრის დონის შესამცირებლად ნახშირწყლებით ღარიბი საკვები არ კმარა - ამ შემთხვევაში გაძლიერდება ღვიძლიდან შაქრის გადმოსროლა და სისხლში შაქრის დონე მაღალი დარჩება. სისხლში შაქრის დონე ნორმულია მხოლოდ საკმარისი ინსულინის არსებობისას.