1. გადაუდებელი სამედიცინო მდგომარეობანი სამედიცინო პრაქტიკაში გადაუდებელ მდგომარეობად მიჩნეულია პაციენტის ორგანიზმში სწრაფად მიმდინარე ისეთი პათოლოგიური ცვლილებები, რომელთა დროსაც, თუ სამედიცინო დახმარებამ დაიგვიანა, შესაძლოა პაციენტის სიცოცხლეს რეალური საფრთხე დაემუქროს.
გადაუდებელ მდგომარეობათაგან განსაკუთრებით საშიშია:
1) რესპირატორული მოშლილობანი, ასფიქსია (მოხრჩობა);
2) გულსისხლძარღვოვანი მოშლილობანი: გულის წასვლა, კოლაფსი, შოკი;
3) ტრავმითა და მოტეხილობით გამოწვეული ტრავმული შოკი;
4) ანაფილაქსიური შოკი;
5) კომური მდგომარეობანი;
6) ელექტროტრავმა, მეხის დაცემა;
7) ჰიპერთერმიული სინდრომი - სითბური დაკვრა, მზის დაკვრა, დამწვრობა;
8) ჰიპოთერმიული სინდრომი - მოყინვა.