1. ღვიძლი ღვიძლს ორგანიზმის უდიდეს ბიოქიმიურ ლაბორატორიას უწოდებენ. იგი ყველაზე დიდი ჯირკვალია, მუცლის ღრუს მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და დიაფრაგმას, მუცლის კედელს, კუჭსა და ნაწლავებს იოგებით არის მიმაგრებული, ხოლო გარედან თხელი ფიბროზული გარსი - კაფსულა ფარავს. ეს რბილი, მაგრამ საკმაოდ მკვრივი მოწითალო-მოყავისფრო ორგანო 4 წილისგან შედგება. მამაკაცის ღვიძლი 1,5 კგ-ს იწონის, ხოლო ქალისა - 1,2 კგ-ს.