მე და შემოდგომა მესმის ჩურჩული, კვლავ ამ ფოთლების
და შემოდგომა ყვითლად იღვრება,
მე მენატრები , როგორც არასდროს-
და მკრთალი მთვარე კვლავ მეღიმება.
მესმის, რომ წვალობს დილით მზის სხივი,
უნდა გამათბოს, მაგრამ კვლავ მცხელა.
მე მომენატრა ცივი ზამთარი,
ქარბუქი, თოვლი და ბუხრის კერა,
შავი ღვინო და მწვადების გემო.
მოსაწყენია ეს ფოთოლთცვენა?!
არა, უბრალოდ ძალიან მტკივა,
როცა ეს მზერა თვალთაგან ქრება,
ქრება და მტოვებს დარდიანს მარტოს...
და მე ვბრაზდები უაზროდ შენზე-
და ვებუტები ცაზე ჩემს მნათობს,
ცაზე ჩემს მნათობს კვლავ ვებუტები-
და თითქოს ისევ შენა ხარ ახლოს...
და სხვას არავის არ ვეტრფი არა,
ამდენი დარდით სავსეა მიწა,
ასი წლის მერე ეს მზეც ხომ ჩავა,
მაგრამ დაგრჩება ჩემი ლექსები.
ნაზი ღამე და ვარსკვლავთა ცვენა.
მომეცი ძალა, ვიფრინო გრძნობით,
რა ვქნა ამ გრძნობის მე კვლავაც მჯერა-
და სიყვარულით ავავსე თასი …
და სადღეგრძელოდ დავლიე ყველა,
მოვა დრო ძლიერ მოგენატრები,
როგორც არასდროს მინატრებ მჯერა!!!