I ნაწილი - უკანასკნელი ლაშქრობა
ჩეკისტური რომანი
„ჰბერავდა ქარი მადათოვიდან,
როგორც სიკვდილი და სიყვარული...“
გალაკტიონ ტაბიძე
ჭიანურო! მაღლად ტკბილად დაუკარ!
ვინცა გაქოს, თავი მდაბლად დაუკარ,
შენსა მტერსა კბილის კრიჭა აუკარ!
ხინიკო, ხინიკიკო!...
გრიგოლ ორბელიანი
პატრონზედ ხმალი არ გაჰკვეთს,
ამით ვარ უიმედოა...
იოსებ თბილელი
გამაგრებული პლაცდარმი თავისებური ციხე-ქალაქი გახდა. ქუჩებიც კი გაჩნდა – ჰოსპიტლის, მესანგრის, ქვეითის, მატროსის. აქ არ იდგა არც ერთი სახლი, არავინ იცის, ვინ დაარქვა ეს სახელები, რომლებიც მაინც არ იყო შემთხვევითი. მაგალითად, მესანგრის ქუჩა – ცეცხლისაგან დაცული ხევი იყო, ჰოსპიტლის ქუჩა – ბორცვიანი ადგილი, რომელსაც გამუდმებით უშენდნენ ტყვიას და იქედან მებრძოლები ხშირად ჰოსპიტალში ხვდებოდნენ. გამაგრებებს ტყვიის წვიმაში ვაშენებდით, არ გვქონდა არც მექანიზმები, არც საშენი მასალები, მაგრამ ჩვენი მარჯვე ბიჭები დიდ საზრიანობას იჩენდნენ მიწის ქვეშ. საფუძვლიანად, მამაპაპურად დასახლდნენ აქ, ეტყობოდათ, რომ არსად არ აპირებდნენ წასვლას.
ყველას, ვინც ამ სიმაგრეს აგებდა, შეგვიძლია, გმირი ვუწოდოთ.
ლ.ი. ბრეჟნევი