"ორი თვის წინათ ჯეიმს ბ. მაკავენიმ დამირეკა. დიახ, სწორედ იმან. ჩვეუ¬ლე¬ბრივი მოკითხვის და ჭორაობის შემ¬დეგ მკითხა: `თუ გცალია, მილდრედ? ეგებ როგორმე ლანჩზე შევ¬ხვედროდით... ვთქვათ ორშაბათს~. `ორშაბათს?..~ იყოს ორშაბათს. მართლაც კარგა ხანს არ მენახა ჯიმი, მისი ქორწილის შემ¬დეგ არ მენახა. `სად? სადმე ჩემთან ახლოს?~ `მე ვფი¬ქრობდი, რომ ძველ ადგილას...~ `ძველ ადგილას? ვერ მოვასწრებ ჯიმი. ჩამოსხდომასაც ვერ მოვასწრე¬ბთ, უკან გასაქცევი შევ¬იქნე¬ბი~. `მაშინ მოგვიანე¬ბით... ვთქვათ, ექვსისთვის, გამოვა?~ რაღაც ძალიან მიზანდასახულად მელ¬აპარაკე¬ბოდა. ერთი საათის ჩამობ¬ნე¬ლე¬ბული იყო, როცა ძიზზი-ს პიცერიაში შე¬ვედი. ჯიმი მოსაწევ მხარეს იჯდა და მელოდა, ერთი ორმაგი ეს¬პრესო უკვე დაელია. ვერ გადაეჩვია ამ ზარბაზნის უშაქროდ სროლას. დამინახა და წამოხტა. მეც გამიხარდა მისი ნახვა. ჩვენ სულ სხვაგვარი მეგ¬ობ¬რე¬ბი ვიყავით: ბევრი რამ გადავიტა¬ნეთ ერთად, ბევრი გავუკე¬თეთ ერ¬თმანეთს და ერ¬თმანეთს მაინც ვერ შევრჩით. იმის შემ¬დეგ წლე¬ბი გავიდა და მაინც მომინდე¬ბოდა ხოლმე მასთან ლაპარაკი. სწორედ აქ ვხვდე¬ბოდით ხოლმე, ჩიზიკში, პიცერიაში რომელიც მე აღმოვაჩინე. საღამოე¬ბს კი ვატა¬რე¬ბდით ერთად, მაგრამ ღამე¬ე¬ბს აღარასოდეს. გაზაფხ¬ულზე კი დამირეკა და ქორწილში დამპატიჟა. მანამდე ბევრს დადიოდა აზიაში და რუსეთის ყოფილ სამფლ¬ობ¬ელ¬ოე¬ბში. ეჭვიც არ შემპარვია, ცოლს საიდანღაც იქედან ჩამოიყვანდა. ასეც იყო, მაგრამ ამ საკითხით დიდად არ დავინტ¬ე¬რე¬სე¬ბულვარ. ცე¬რემ¬ონიალზე მივედი და მე¬რე აღარ გავყოლივარ. ჯიმის ყოველთვის ხრავდა ერთი რამ: ბევრს ლაპარაკობდა ჰარმონიის შეს¬ახე¬ბ. ამბ¬ობდა, არ შეი¬ძლე¬ბა დედ¬ამიწაზე არ არსე¬ბ¬ობ¬დეს ათასობით წე¬რტილი, სადაც თავს გარემოსთან ჰარმონიულად არ იგრძნობ, საქმე ამ წე-რტი¬ლე¬ბის პოვნააო. მგონი, ცოლიც ამიტომ შეირთო. ძიზზი-ში კი გასიე¬ბული ჩანთით მოსულიყო. ეს ჩანთა შეს¬ვლისთანავე დავინახე. ერთხანს ვილაპარაკეთ. აღტა¬ცე¬ბით ახსე¬ნე¬ბდა თავის ცოლს, მაგრამ არ მეგონა, რომ ამის სათქმელად ნდომოდა შეხ¬ვედრა. ერთი, რომ რაღაცნაირად მოენ¬ატრა ეს პიცერია და აქ ცოლს არაფრით მიიყვანდა, რადგან წარსულის დიდად განმცდელი იყო და წარსულში ისევ წარსულს მიიპატი¬ჟე¬ბდა და მეო¬რეც, მას რაღაც სჭირდე¬ბოდა. მე¬რე მე ტირამისუს ვჭამდი და მას ვუსმენდი. `თუ გცალია, მილრედ? რაღაცის გაკე¬თე¬ბას თუ შეძ¬ლებ ჩემთვის?~ გამეცინა. ის კი მე¬ტად სერიოზული ჩანდა. `ამ ჩანთაში ხელ¬ნაწე¬რე¬ბი მაქვს~, თქვა ჯიმიმ, `ექვსი დიდი ხელ¬ნაწერი. ალბათ, ექვსი რომანი~. `რა ღვთის რისხვაა? რამდენი ქვა ათრიე? სიდი წამოგეღო...~ მან თავი გააქნია. `არ არსე¬ბ¬ობს არანაირი სიდი... ეს სხვა სამყაროა~. "