დასაწყისისკენ დასაწყისისკენ ყველა ვერ მივა, შორია იგი – სათავე,
ცოცხალი დედა უღამებელი სიცოცხლის.
სადაც ბჭობენ და სიტყვები გემებს მართავენ,
იალქნებს შლიან ნათელ სივრცეთა მათრახებს,
კილებს ადგამენ სხეულებს, მზეთა საწნახლებს,
ყველა ვერ მივა, შორია იგი – სათავე.
რამდენს დაინთქავს ლურჯი ქარიშხლის ვეშაპი,
გზებზე იქნება მორევები და ზვირთები.
ღმერთებს კი არა, საკუთარ სიტყვებს ვეძახდი,
და მოჰყვებოდა თევზი ბადეებს. ვეძაწყლის
გემო სწყუროდა შორეთში შებმულ ვეშაგებს.
რამდენს დაინთქავს ლურჯი ქარიშხლის ვეშაპი.
რა მაცდურია უსასრულობის სიდიდე.
ზღვების ხმაურსაც რამდენი შეუფარია.
ქვების გულებში ნაჟურამდე თუ ვიდინე,
წვეთად თუ ვიქეც, მღვიმე თუ გადავიბინდე
თუ დავიდინე სიმჭვირვალე და სიფითრე...
ზღვების სივრცესაც რამდენი შეუფარია.
ვეწყისას აღარ ვუწყი და აღარც დავეძებ.
თავს ავდევ, ასე ჩემივე დასაწყისისკენ.
მინდა ყინულის პირველ წვეთებად დავეცე.
ლოდებს გალიგვულს უმზეო მხრებზე დავეწვე
წყლის წკაპუნის ხმად - სიცოცხლის ჩქამის საძვალედ,
თავს ავდევ, ასე ჩემივე დასაწყისისკენ.