დღეისდღე
* * *
„აგელაოს, ზევსის კი არა, მამაჩემის ტკივილებს გეფიცები“ – მე ჩემ დროს გეფიცები, მეგობარო, იმ დროს რომელშიც მე ვცხოვრობ და არა იმ დროს, რომელშიც მოციქულები და წინასწარმეტყველები დე დამიწაზე დააბიჯებდნენ. ეს დღეისდღეა.
* * *
კარგად ნამღერი „ნადური“ 56 კილომეტრზე ისმო დაო, ამბობენ. აგერ ჩემ წინ მღერიან და რას მღერიან, არ მესმის. და რას ლაპარაკობენ, არც ეგ მესმის. იმე დია, არ დავყრუებულვარ...
* * *
არა მგონია ამაზე ზუსტად ქრისტიანობის და, ზოგა დად, ადამიანობის კრედო ვინმეს გამოეხატოს ადა მიანთაგანს! თორემ მახარებლები ბევრ რამეს წერენ ქრისტესგან გაგონილს. „მგონია, მოწყალებაც დაჩოქ ილებმა უნდა გავიღოთ... ისევე, როგორც ვითხოვთ მის მიღებასო...“ – ამას წერს მარინა ცვეტაევა... – ეს, ალ ბათ, უმაღლესი საფეხურის ადამიანის თეზაა.
* * *
ერთხელ წავიკითხე უცნაური ამბავი ჩვენი ხალხის ცხოვრებიდან: სამტრედიასთან, ახლოს სოფლებში ბევ რი ყოფილა ჩამოსახლებული, გამოქცეული თუ „გაცვ ლილი“ მეგრელები და ხშირად მოსდიოდათ თურმე ჩხუბი და უსიამოვნება ამ მეგრელებისა და მკვიდრი იმერლების ოჯახებს. ერთ დიდ მინდორზე სცოდნიათ ასეთი რიტუალის აღსრულება: მინდორზე მდგარ დიდ მუხას ვეებერთელა ლურსმანს აჭედებდნენ თურმე და თან წყევლაკრულვას ჩაატანდნენ იმ ოჯახისას, ვისზედაც განაწყენებული შეიქნებოდნენ. ამ საბრალო ხეს, იმდენი ლურსმანი ჰქონია ჩარჭობილი, ტანი აღარ უჩანდაო, ჰყვებიან და ლურსმანს მით უფრო დიდს აჭედებდნენ თურმე, რაც მეტად იქნებოდნენ განაწყ ენებულნი მეტოქე ოჯახზე. და აღარ ჰქონია რისხვასა და წყევლაკრულვას საზღვარი და დასასრული... და ეს უსიამოვნო ამბავი მისულა გაბრიელ ქიქოძის ყურამ დეც... წაბრძანებულა ეპისკოპოსი თავისი ფეხით ამ ხესთან, დაუბარებია თან ხალხი, უქადაგია იქ და მოუ ჭრია ის ხე საკუთარი ხელით... გლეხობა შეშინებულა ძალიან, რადგან ითვლებოდა, რომ ეს ხე წმინდა ხე იყო, და მისი მოჭრა დიდ უბედურებას მოასწავებდა. ეს ხე რაღაცით მათთვის ეკლესიას ჰგავდა, რომელშიც შეჰქონდათ სამსჭვალით სამართლის საძებნელი სი ტყვა და რომლისგანაც ელოდნენ ღმერთის განაჩენს. ეს ლურსმნები კი, თავის პატარა სამჭედლოებში რომ ჭედდნენ ლიხსიქითელი მჭედლები, ვინ იცის, იმ ლურს მნებსაც აგონებდათ, მაცხოვრის ჯვარზე გამკვრელის ბედი რომ დაჰყვათ... მერე არაფერს ჰყვება ისტორია, მაგრამ მე, როგორც ერთმა მცირედმორწმუნე ადამიან მა, ვიფიქრე: აი, მაგალითი თვითშეწირვისა... გაბრიელს ხომ მთელი ოჯახი ამოუწყდა: მეუღლე, შვილები... და
დიოდა უმძიმესი ჯვრითა და უდიდესი ღვაწლით მო სილი ჩვენი წმინდა წინაპარი და დაჰქონდა იობის მწუხარება და რწმენა... სულ ვფიქრობ, რა მოხდა იქ, იმ ხის მოჭრისას? როგორ გადაეფარა ერთმანეთს დროები, ჟამები, რა აირია? თუ, არც არაფერი? რა ძველია რწმენა და რა განსხვავებულია ერთი უფლის სალოცავები...
* * *
მოდის სიბერე – ცხოვრება უსიყვარულოდ, რო გორც მგზავრობა – უბილეთოდ და რატომღაც დამნა შავესავით უხერხულობას ვგრძნობ.
* * *
ისე ექცევიან საქართველოს მიწაწყალს, თითქოს უკიდეგანო ტაიგა ან ტუნდრა იყოს, დაუსაზღვრელი, დაუსახლებელი, უსამანო, უისტორიო, არავისი. უნდა ნაწილს დატბორავენ, უნდა მთელს, სადაც უნდა, იქ გადაატარებენ გზას, სადაც უნდა, იქ მოთხრიან კარი ერს, ვისაც უნდა, იმას დაასახლებენ, ვისაც უნდა, იმას გადასცემენ. „რაცა უფროსს არა სწადდეს, არა საქმე არ იქნებაო“ – აქ ასე უფროა, ვიდრე „რაცა ღმერთსა არა სწადდეს“... ღმერთო, ესენი საქართველოს ღირსე ბი რად გახადე, რად?
* * *
ფიქრს არასდროს წყვეტ, არც სათქმელს გილევს ყოველდღიურობა. არც იმგვარი ბრძენი ხარ, ბაგე მო კუმო, თვალები დაითხარო, სმენა დაივსო. პირიქით, ხე დავ რომ მილიონი თვალი და ყური და ბაგე მოგცემია.
თითქოს საკუთარი არ კმაროდა. ცხოვრობ, როგორც ათასი სხვა. ამ აურზაურში ყველაზე მეტად შენივე პიროვნული ინდივიდუალიზმი გიცავს იმ ღვარცოფისა გან, რაც თავზე დაგდის ყოველი მხრიდან. წერ შენსავე თავს, თავისი სიხარულითა და ტკივილებით, განცდებ ით, გულგატეხილობითა თუ იმედებით. ნაზამთრი ნაძ ვივით, გაზაფხულის მზის სურნელზე რომ ვარჯს დაიბ ერტყავს და სიყვარულის მტვერს აფრქვევს ირგვლივ. ჩვენც ასე, თუ სადმე მზეს დავიგულებთ, ჩვენი სი ყვარულიანი ამოფრქვევებიც სიტყვებად ედება თანა მოაზრეს, მეგობარო. კარგი, კიდევ კარგი, ეს მაინც შეგვიძლია.
* * *
თვალსაჩინოა ადამიანის მენტალური ცვლილებები. მარტო საუკუნეები ხომ არა, ათასწლეულები შეიცვა ლა! შენს ერთ პატარა ცხოვრებაში ათასწლეულების ცვლა მოხდა. შენ კი უნდა გაუძლო, იგივედ უნდა დარჩე – კეთილი ხელით, დღეისდღის, მომავლის ხნულში ჩამდები! არადა, გარდაუვალია მარცხი! მარ ცხის ჟამია! ყველანაირი სიკეთე, მცდელობა, ქმედება თავისთავში წინასწარ ჩადებულ მარცხს შეიცავს. რაც უნდა აკეთო, გამარჯვების უფლება წინასწარვე წართ მეული გაქვს თითქოს. აბსოლუტური აღარაფერია, არც მშვენიერება, არც სიკეთე, არც გამარჯვება. ადამიანო,