დასაწყისი
გურამ კახაძე
ინტუიცია
ინტუიცია პირად ცხოვრებაში და კარიერაში;
აზარტულ თამაშებში და ტოტალიზატორში;
ბიზნესში და ფინანსებში.
(ინტუიციის განვითარების სავარჯიშოები)
ინტუიცია - ეს უნარია, რომლითაც იბადება ნებისმიერი ადამიანი. იგი არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ნიჭს, ბოძებულს მხოლოდ ერთეულებისთვის. ინტუიცია ჩვენი აზროვნების, ემოციური და ფსიქიკური პროცესების განუყოფელი ნაწილია.
სიტყვა intuicio ლათინური წარმოშობისაა და მომავლის განჭვრეტას, ხილვას ნიშნავს.
ინტუიცია ყოველთვის გვაწვდის ჩვენ სხვადასხვა სახის ინფორმაციას, მაგრამ გონება მას ბლოკავს. იმას, რასაც ჩვენ ინტუიტიურად შევიგრძნობთ, სიტყვებით ძნელი გადმოსაცემია - ჩვენ მას ვერ ვხედავთ და ჩვენ არ გვესმის მისი ხმა. სწორედ ეს ფაქტი წარმოადგენს თანამედროვე ადამიანისთვის სირთულეს: როგორ ვენდოთ იმას რაც გაუგებარია, რასაც ვერ ვხედავთ და რისიც არ გვესმის. ჩვენ მიჩვეულები ვართ ლოგიკურ