ქალთა ფსიქოლოგია
(გენდერულ კონტექსტში)
კაცობრიობის წინსვლის პირდაპირპროპორციულად გაფართოვდა თვალთახედვის არე და უამრავ შეკითხვაზე გაიცა პასუხი, გარდა ერთისა: რა სურთ ქალებს? ეს კითხვა კაცობრიობას ცივილიზაციის დასაბამიდან აწუხებს. თანამედროვე თითქოს რიტორიკული შეკითხვა თავის არსში ღრმა ფსიქოლოგიურ საწყისებს მოიცავს, რის გამოც დარჩა პასუხგაუცემელი.
ხშირად გვესმის ირონიული ფრაზები, მაგალითად: ,,მეცნიერებმა როგორც იქნა დაადგინეს, თუ რა სურს ქალს, მაგრამ მან გადაიფიქრა“. რაოდენ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს, არის სიმართლის მარცვალი ამ გამოთქმაში, ვინაიდან სურთ კი ქალებს რაიმე კონკრეტული, რისი აღწერაც სიტყვებით შეიძლება? თუ საქმე გვაქვს ისეთ ფენომენთან, როდესაც სურვილების აშკარა და ხშირი ცვალებადობა ხდება, განწყობის ან გარემოებების შესაბამისად? ეს მართლაც ასეა, თუმცა განწყობის და გარემოებების, გარდა გასათვალისწინებელია ცნობიერებაც, რაც ნაკლებად განიცდის სახეცვლას და ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია ამ გამოცანის ნაწილობრივ ამოხსნა...
სან ანტონიოში ჩატარდა კვლევა, სადაც ქალებს დაუსვეს მარტივი შეკითხვა: რა გსურთ ცხოვრებაში ყველაზე მეტად?