წინასიტყვაობა წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ერთგვარ კაფსულაში იმყოფებით და ადამიანის აღქმებისა და შეგრძნებების შიგნით შედიხართ.
თქვენს წინაშე ადამიანის სურვილების თვალუწვდენელი სივრცე იშლება. თუ სადმე ქვეყანაზე სიამოვნების მაცთუნებელი სურვილებია, აქ, ამ ჭრელა-ჭრულა ვიტრინებშია გამოფენილი. თქვენ გთავაზობენ დატკბეთ საუცხოო ნუგბარითა და სასმელით, იქროლოთ მაგარი ავტომობილით რომელიმე ეგზოტიკური ქვეყნის ხიფათიან გზებზე, ჩაყვინთოთ უძირო ოკეანის სიღრეებში, დასეროთ კოსმოსის უკიდეგანო სივრცე...
მაგრამ, მოდი ერთი წამით დავფიქრდეთ. ღირს კი გაუთავებლად იკმაყოფილებდეთ სურვილებს, როცა სიამოვნება იმავე წამს, მის დაკმაყოფილებასთან ერთად ქრება და მის ნაცვლად ახალი, სიცარიელის უფრო მძაფრი განცდა გიჩნდებათ? იქნებ, იმისათვის, რომ ამ ცხოვრებაში საკუთარი თავი უფრო მეტად ბედნიერ და სრულყოფილ ადამიანად იგრძნოთ, სხვა გზაც არსებობს?
თქვენს წინაშეა წიგნი, რომელიც ადამიანის სულის სიღრმისეულ ლაბირინთებში სამოგზაუროდ გიწვევთ. გისურვებთ, რომ ყველა იმ თქვენ საკრალურ კითხვაზე, რომელ კითხვებსაც, როგორც წესი, სხვა, უკეთესი დროისათვის გადავდებთ ხოლმე, აქ გეპოვოთ პასუხი. იქნებ, დადგა კიდეც ეს დრო?