ეს არის წიგნი ყველასათვის – ვისაც აწუხებს შიში, უძ¬ილ¬ობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, ზედმეტი წონა, სხვა¬და¬სხვა ორგანოს ტკივილი და ბევრი სხვა უსიამოვნება.
წიგნი დაეხმარება მათაც, ვისაც ყოველივე ეს არ აწუხებს, მაგრამ სურს იყოს ძლიერი, მიმზიდველი, მხნე, წარმატებული და ბედნიერი.
ამ წიგნს გამოიყენებენ მშობლები: თავიანთი ვარჯიშით კარგ მაგალითს მისცემენ შვილებს და მათაც ჩააყენებენ ჯანსაღი ცხოვრების რეჟიმში, რითაც მიღწეული იქნება გონებრივი, ფი¬ზი¬კური და ზნეობრივი განვითარების მაღალი დონე.
ნაშრომით განსაკუთრებით უნდა ისარგებლონ ბიზნესმე¬ნებ¬მა, სპორტსმენებმა, მძღოლებმა, ძალოვნებმა, მსახიობებმა, პედა¬გო¬გებმა და ყველამ, ვინც ხშირად იმყოფება ექსტრემალურ სი¬ტუ¬აციაში. ვარჯიშით ისინი მიაღწევენ თვითფლობას.
მაშ, აქ მოცემული ვარჯიშებით დაირეგულირეთ ფსიქიკა, გა¬მოიბრძმედეთ სხეული და მიღწეული ჰარმონიით გაილამაზეთ სიცოცხლე. მოინდომეთ და თქვენ ამას შეძლებთ ყველა ასაკში.
ავტორი მზადაა შენიშვნების გასათვალისწინებლად და თქვენთან სათანამშრომლოდ. ტელ: 593 51 15 43;