წინათქმა სიხარულით მივიღე ერნსტ რაინ ჰარდის გამომცემლობის შეთავაზება, გადამეკითხა და გადამემუშავებინა ფრიც რიმანის გარდაცვალების შემდგომ მის არქივში ნაპოვნი და 1981 წელს გამოცემული ნაშრომი "დაბერების ხელოვნება" (მისი ავტორი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია თავისი კლასიკური ნაწარმოებით - "შიშის ძირითადი ფორმები"). დამევალა, ნაშრომი სიბერის კვლევის თანამედროვე შედეგებისათვის მიმესადაგებინა, გამეთვალისწინებინა ამ ხნის მანძილზე ზოგიერთი შეხედულების ტრანსფორმაცია თუ საზოგადოებრივი ცხოვრების სახეცვლილებანი. ასეთებია, მაგალითად, სექსუალობისადმი დამოკიდებულე ბა, ასაკში სუიციდის სიხშირე და მისი მოტივების სტრუქტურა, სამედიცინო პროგრესის მნიშვნელობა და ის "საინფორმაციო აფეთქება", რომლის პირობებშიც სწორედ ასაკოვან ადამიანს უჭირს ეთიკური პოზიციის შენარჩუნება. ვგულისხმობ გენური ინჟინერიის, ანდა ემბრიონული კვლევის საკითხებს, რომელთა პერსპექტივების შეფასება, უბრალოდ, შეუძლებელია. აუცილებელი გახდა ასევე ფსიქოლოგიის უახლესი მიღწევების, მაგალითად თანამედროვე პედაგოგიკის ზოგიერთი საკითხის, გათვალისწინება. ჯერ კიდევ 20 წლის წინ გაბატონებული თვალსაზრისის თანახმად, ჩვილ ბავშვს თითქმის არ გააჩნდა ინტელექტუალური უნარები, დღესდღეობით კი გაცილებით მეტია ცნობილი იმ ინტელექტუალური "მიმართების" შესახებ, რომელიც ჩვილს იმთავითვე დედისაგან გამიჯნულ პატარა "პიროვნებად" წარმოაჩენს, რომელსაც სავსებით მიზანდასახული და გონიერი აქტივობით პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალუძს. ასაკში შესვლისა და დაბერების პრობლემები, როგორც ჩანს, უკანასკნელ წლებში სულ უფრო მძაფრდება და ახლებურ გააზრებას მოითხოვს იმის გათვალისწინება, თუ რას უნდა მოველოდეთ სიბერისაგან. რიმანის მიერ ირონიულად დახატული ძველებურიდილიური სურათები - ჩიბუხიანი პაპა და ფუსფუსა, მზრუნველი, ქსოვითა და ბიბლიის კითხვით დაკავებული ბებია - თუკი ოდესმე შეესაბამებოდა სინამდვილეს, დღეს უკვე ნამდვილად აღარაფრისმთქმელია. "ჯერაც ახალგაზრდა და მხნე მოხუცის" თანამედროვე სახე კი, ერთი მხრივ, ცხოვრების ახალ ხალისზე მიგვანიშნებს, მაგრამ, მეორე მხრივ, შეიძლება გაქვავებულ ნიღბადაც წარმოგვიდგეს, რომლის მიღმაც წარმავალობისა და სიკვდილისათვის თვალის გასწორების უუნარობა იმალება. ჩვენი ეპოქა გამალებით ებრძვის სიბერეს; ცხოვრების დაჩქარებული, მოუთმენელი რიტმი და მედიის მიერ გამოთქმული საზოგადოებრივი აზრი მთლიანად ახალგაზრდობის მოთხოვნილებებზე გვაქვს აგებული, ხოლო სიბერეს ერთგვარ ხელისშემშლელ ავადმყოფობად აღვიქვამთ და ყველანაირად ვცდილობთ მის დაძლევას. რიმანის წიგნის უპირველესი მიზანი სწორედ ამ თვალსაზრისის უარყოფაა. ის გვაიძულებს, შევჩერდეთ და ჩავფიქრდეთ. რაც უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა სიბერესთან დაკავშირებული ფიზიკური პრობლემების დასაძლევად, მით უფრო მკაცრად გვაფრთხილებს რიმანი იმ საფრთხის გამო, რასაც "არ თუ ვერ დაბერების" ფორსირებული პოზიცია გვიქმნის. ჩვენს დროში სიბერესთან დაკავშირებულ პრობლემებს ჯერაც იმდენი ბუნდოვნება ახლავს, რომ ზოგიერთი მოხუცი ნებისმიერ ფასად ცდილობს ახალგაზრდობის შენარჩუნებას, და, რაკი ეს არ გამოუდის, წარსულის გაიდეალებულ მოგონებებს ებღაუჭება. ჯერ კიდევ ანტიკური ხანის ექიმები განასხვავებდნენ ერთურთისაგან "შენიუმ"სა და "შენეცტუს"ს, ანუ დაუძლურებასა და კვდომას პოზიტიური სიბერისაგან. დღემდე მეტისმეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ იმას, რასაც სიბერე იწვევს. ამ წიგნის ღირსება კი სწორედ ის არის, რომ დაბერებისა და სიბერისდადებით მხარეებზე გვესაუბრება, თანაც ამას მეოცნებე სენტიმენტალობის გარეშე ჩადის. სიბერესთან დაკავშირებული უფრო რთული საკითხებიც წიგნში მარტივი და ყველასათვის გასაგები ენითაა განხილული. შევეცადე, ნაშრომის ეს ძირეული პრინციპი ჩემ მიერ ჩამატებულ პასაჟებშიც გამეთვალისწინებინა.
როგორც პრაქტიკოს ფსიქოთერაპე ვტსა და იუნგიანელს, ძალზე მიხარია, რომ ამ წიგნში განსაკუთრებით იჩინა თავი რიმანის მსჯელობის სიახლოვემ იუნგის მოძღვრებასთან, და შევეცადე, ეს სიახლოვე კიდევ უფრო გამეღრმავებინა. ამიტომაც ტექსტის გადამუშავებისას ყველაზე მეტად შევეხე თ ავებს: "სიბერე და სიკვდილი", "სიბერე და მასთან დაკავშირებული შინაგანი თავისუფლება", "როცა ვერ ველევით...". ამ თავებში უკეთ გამოვკვეთე რიმანის მიერ ნახსენები სიღრმისეული ფსიქოლოგიის ისეთი იუნგიანური პოზიციები, როგორიცაა ფსიქიკის "მიზანდასახულობის" ფსიქოლოგიური ფაქტი (ფსიქიკას, როგორც ამას ფროიდი ამ ტკიცებს, მხოლოდ წარსული როდი განაპირობებს - ის მომავალზეცაა ორიენტირებული), ანდა "პერსონა", როგორც "ცხოვრებისეული ნიღაბი და როლი", რომელიც დაბერებისას ხელს გვიშლის ახალი იდენტობის შეძენაში. წიგნის მიზანია მკითხველში პასუ ხისმგებლობის განცდის გაღვივება და საკუთარი "აჩრდილის" წვდომა - ასე უწოდებს იუნგი გადაუჭრელ ცხოვრებისეულ თემებსა თუ საკითხებს, რომლებიც ფიქრისა და მოქმედებისას გვზღუდავენ და, შესაძლებელია, განვითარებაც შეგვიფერხონ; ეს კი იმიტომ ხდება, რომ სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც ასაკში შესვლისას ადამიანები სრულიად ვერ იყენებენ იმ შინაგან თავისუფლებას, რასაც მათ სიბერე სთავაზობთ. იუნგის ფსიქოლოგია ამ შემთხვევაში საშუალებას გვაძლევს, აღმოვაჩინოთ ის ნევროზული შეფერხება, გადაუჭრელ ცხოვრებისეულ პრობლემებს რომ ეხება. ეს საკითხები წარსულ ცხოვრებაში, მაგალითად სიმბიოტური პარტნიორობისას, ხშირად იჩქმალებო და და გადაუჭრელად რჩებოდა. ადრე თუ გვიან "წარსულის აჩრდილები" მაინც ცოცხლდებიან, რადგან მათ თავის დროზე არ მივხედეთ.
ჩემი ფსიქოთერაპევტული პრაქტიკიდან მოყვანილი ორი მაგალითით (თავი - "როცა ვერ ველევით...") შევეცადე, წარმომეჩინა ის ტიპური პრობლემური სიტუაციები, რომლებიც