პროლოგი ევფონია [ბერძ.euphonia] - კეთილხმოვანება
ცოდნა წიგნებს ზრდის,
წიგნები - ადამიანებს.
ყველა ეპოქას თავისი დროის შესატყვისი გულისცემა აქვს. იგი სამყაროს პულსია, რომელიც განპირობებულია რეალურ დროსა და სივრცეში, ადამიანების გულში პასუხისმგებლობის გრძნობების ცოდნით შეცნობილი სამყაროს ხასიათით. ანტიკურ პერიოდში გულისცემის პულსს მითოლოგიისა და ფილოსოფიის ცოდნა განსაზღვრავდა. შუა საუკუნეებში გაბატონებული მდგომარეობა მოიპოვა რელიგიამ, რამაც განაპირობა შესაბამისი გულისცემის ჩამოყალიბება. აღორძინების ეპოქაში ადამიანის გულში პასუხისმგებლობის გრძნობები ცოდნის ახალ საფეხურზე ავიდა და სამყაროს გულისცემა ჰუმანისტურმა და საერო იდეალებმა განსაზღვრეს. შემდგომ დროში კაპიტალიზმის ჩამოყალიბებას და დამკვიდრებას თან მოჰყვა საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის შესაბამისი პულსი. გლობალიზაციის და ინტეგრაციის თანამედროვე ეპოქაში კი მეცნიერულტექნიკური პროგრესი და პროგრამული ინოვაციები წამყვანი იმპულსი გახდა ადამიანთა გულებში. ეპოქათა ცვალებადობის კვალდაკვალ კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნით შეიარაღებულ ადამიანთა გულისცემა იცვლება და სამყაროს პულსიც ცვალებადია. ტრანსფორმირებას იწყებს გასული ეპოქის ადამიანის გულის გრძნობები და მის ადგილს თანდათანობით იკავებს ახალი. ეს არის მეცნიერულად მიღწეული შეცნობის ღირებულებათა ცვალებადობის პროცესი, პასუხისმგებლობის ცოდნის საფუძველზე მიმდინარეობს წარსული ეპოქის გრძნობების გამომხატველი პულსის შეცვლა ახალი ეპოქის გრძნობათა პულსით. ერთიანი სამყაროს პულსში, ეპოქის გულისცემის პულსის ხანგრძლივობა ადამიანის გულის გრძნობების პასუხისმგებლობის შეცნობაზეა დამოკიდებული. როგორც კი ცოდნის საფუძველზე ადამიანი ერთიანი სამყაროს პულსში საკუთარ პასუხისმგებლობას შეიცნობს, გაითავისებს ეპოქის გულისცემის გრძნობების სიღრმეს მას უფალი ახალ ეპოქაში გადასასვლად, მოვლენათა შემთხვევითი დამთხვევითობით, პასუხისმგებლობის გრძნობების შეცნობისათვის გულს აუძგერებს და გამოცდას მოუწყობს. ეს კანონზომიერი პროცესია, რადგან მას სამყაროს ერთიანი პულსის აუცილებლობით, ადამიანთა გულისცემის გრძნობების შესატყვისად ბიბლიის კოდით გონებაში ჩაწერილი აზრის შეცნობის პროგრამა და მასზე ზედნაშენი საზოგადოებრივი აზროვნების პროგრესი მოითხოვს. ამ მოვლენაში პასუხისმგებლობის ცოდნის განსხვავებული დონეების გამო მორიგ ეპოქაში გადასულ ადამიანებს ახალი ეპოქის გულისცემის ცნობიერება ისეთნაირად და იმდენნაირად ცვლის, თითქოს ერთნაირად არ იყვნენ დაბადებული. მუდმივცვალებად წუთისოფელშიც ყველა საკუთარ, განსხვავებულ აზრს ირჩევს, ამიტომაც მიმდინარე მოვლენის აზრობრივად შეცნობის დროს ადამიანების გულისცემის პულსის რითმებიც განსხვავებულია.
წარღვნამდე პერიოდში იმდენად გაირყვნა კაცობრიობა, რომ მთელ დედამიწაზე ერთადერთი ღვთის მადიდებელი კაცი ცხოვრობდა. იყვნენ სხვა ღვთის მადიდებელი ადამიანებიც, მაგრამ ისინი წარღვნამდე გარდაიცვალნენ. ნოეს ოჯახი რომ არ შეექმნა, მისი გარდაცვალების შემდეგ ღვთის მადიდებელი ადამიანი აღარ იარსებებდა და მთელი ხილული სამყარო, მთელი კაცობრიობა, ეშმაკის ხელში აღმოჩნდებოდა. ნოესგან უკვე ახალი, პასუხისმგებლობის გრძნობების, გულისცემის პულსი მიეცა კაცობრიობას, სამყაროს. წარღვნის შემდეგ სამყაროს ჰარმონიული განვითარება ადამიანთა განახლებული გულისცემით დაიწყო, რომელმაც ახალი თაობისათვის უფლისგან მოვლენილი, შესაბამისი ტესტი გაიარა, ღვთის სამყაროს კეთილი პულსი გულში შეიცნო და შესატყვისი გრძნობების ცოდნით პასუხისმგებლობის აზრი აიმაღლა.
ღვთის მადიდებელ ადამიანთა რიცხვი ძალზე შემცირდება მეორედ მოსვლის წინაც. მეორედ მოსვლის ჟამი დადგება იმ დროს, როდესაც დედამიწაზე აღარ იქნებიან ისეთი პასუხისმგებლობის აზრის ცოდნით შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტ სამყაროს გულისცემაზე მოექცევიან. სანამ ერთი კაცის გული პასუხისმგებლობის ჭეშმარიტებით ფეთქავს, მოქცევის საშუალება მაინც არსებობს, მეორედ მოსვლა არ დადგება. თუკი ერთი ადამიანის პასუხისმგებლობის გრძნობების აზრით გამოწვეული ჭეშმარიტი გულისცემა მაინც იქნება შესაძლებელი, უფალი მასაც გამოცდის, დაუთმობს და დაელოდება. როდესაც საბოლოოდ დაკარგავს კაცობრიობა უფლის შიშით პასუხისმგებლობის გრძნობების აზრით გულის ფანცქალს, მეორედ მოსვლაც შედგება.
სამყაროში უსასრულოდ ნახული ყოველი ახალი გულისცემაა და განვლილის განმეორება, სანამ ცოდნით ახლის გულისცემის გრძნობებს არ გავითავისებთ. მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისელმა ფილოსოფმა ფრენსის ბეკონმა თქვა: "ცოდნა ძალაა" და ადამიანთა გულებში ახალი პულსი შეიტანა. თითქმის ორასი წლის შემდეგ ამ პულსის გაგრძელებას მოყვა გოეთეს გულიდან ნათქვამი: "საკმარისი არ არის მხოლოდ ცოდნა, საჭიროა მისი გამოყენება. საკმარისი არ არის მხოლოდ სურვილი, საჭიროა კეთება." დღეისათვის კი იმავე პულსის გაგრძელება შემდეგია "ცოდნა ძალაა, მისი გამოყენებისათვის კი ზუსტი მეცნიერული პროგნოზია საჭირო." ამქვეყნიური პასუხისმგებლობის აზრი ყოველთვის ემყარება არსებული პულსის შეცნობას, რომლის საფუძველზეც, უფლის მიერ დამყარებული ბუნებრივი წესების შესაბამისად, ყოველივე მიღწეული ცოდნით შეიარაღებული მიისწრაფვის საკუთარი გულისცემის გრძნობების სრულყოფისაკენ. არც ბუნებაში და არც საზოგადოებაში არსებული გრძნობების პულსის შეცნობაზე, პასუხისმგებლობის ცოდნაზე გამოცდის ჩაბარების გარეშე, ახალი არაფერი ხდება. ყველგან და ყოველთვის, ყველაფერი იყო, არის და იქნება ერთი და იგივე, სანამ ადამიანი, სამყაროს პულსის შეცნობისათვის ვერ გაივლის პასუხისმგებლობის მორიგ ეტაპობრივ, გულისცემის შეცნობის გარდამავალ ტესტს. უფლის სამსჯავროზე წარდგომამდე ამა სოფელში გვიწევს ცხოვრება, სადაც ადამიანებისათვის ხილული ჭეშმარიტება და პასუხისმგებლობის გრძნობების გულისცემის გამოცდა, სახელმწიფო ხელისუფლების ერთ-ერთი შტო ადამიანთა სასამართლოა.
უფალი თავად არის უზენაესი მსაჯული და ერთადერთი ჭეშმარიტება