იტვირთება...

მტვრიანი შარაგზის პირას

კორა სანდელი

6,597 ნახვა
5
(0 რეცენზია /30 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
კორა სანდელი ნორვეგიელი მწერალი ქალის, სარა ფაბრიციუსის (1880-1974) ლიტერატურული ფსევდონიმია. მოთხრობების კრებულში "მტვრიანი შარაგზის პირას", რომელიც თექვსმეტი მოთხრობისგან შედგება, ავტორის ყურადღების ცენტრშია ქალი, რომელსაც იმედები დაემსხვრა, მოლოდინი გაუცრუვდა, ცხოვრებაში არ გაუმართლა, ქალი, რომლის ახალგაზრდულ ოცნებებს ფრთები შეეკვეცა, მარტოსული ქალი, რომელსაც ფარ-ხმალი დაუყრია და მორჩილად ბედს შეჰგუებია ან სასოწარკვეთილი ეძებს გამოსავალს, რომელსაც ზოგჯერ პოულობს კიდეც, თუნდაც მხოლოდ ილუზორულად - თავის მოსატყუებლად. სანდელის პერსონაჟების დრამა სოციალურ-ფსიქოლოგიური და ემოციური ხასიათისაა და ხშირად ტრაგიკული კომიზმის სახეს იღებს. ავტორი ირონიული და სატირული ტონით გვიხატავს თავისი პერსონაჟების ცხოვრებას. სანდელი სკანდინავიელ ხელოვანთა გარემოცვაში თხუთმეტი წელი ცხოვრობდა პარიზში, სადაც ფერწერის შესასწავლად ჩავიდა. პარიზში გატარებული წლები გარდამტეხი აღმოჩნდა მისთვის - სწორედ აქ დაიწყო მან მოთხრობების წერა. კრებულში ორი მოთხრობის - "ომი" და "თავის მოკვლის ოსტატობა" - მოქმედების ადგილი საფრანგეთია. კორა სანდელის ფსიქოლოგიური რეალიზმი, გარკვეულწილად, ავტობიოგრაფიული ხასიათისაც არის. "ყველაფერში, რასაც ადამიანი წერს, მისი საკუთარი ცხოვრების ძაფია ჩაქსოვილი. ის შეიძლება ისე იყოს დაფარული, რომ ვერავინ შეამჩნიოს, მაგრამ ის იქ არის და, ალბათ, უნდა იყოს კიდეც იქ, რათა ნაწერი ცოცხალ შემოქმედებად აღიქმებოდეს." - ამბობს კორა სანდელი. შესაძლებელია, ფსევდონიმსაც სწორედ იმიტომ მიმართავს, რომ მისი მხატვრული პროზის ავტობიოგრაფიული საფუძველი ნაკლებად შესამჩნევი იყოს, თუმცა "ის იქ არის და, ალბათ, უნდა იყოს კიდეც იქ." თემატური თვალსაზრისით კორა სანდელის პროზა საინტერესო უნდა იყოს თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის, რადგან ის თემები და საკითხები, რომლებიც მწვავედ იდგა სანდელის თანამედროვე ნორვეგიასა და ევროპაში, სწორედ ახლაა აქტუალური საქართველოში. მოთხრობების კრებული "მტვრიანი შარაგზის პირას" ქართულ ენაზე პირველად 1974 წელს გამოსცა გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ", ეს კი კრებულის მეორე, ელექტრონული გამოცემაა, მნიშვნელოვნად შესწორებული და განახლებული რედაქცია.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-9996-0
სათაური:
მტვრიანი შარაგზის პირას
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
მთარგმნელი:
ნინო მამისაშვილი
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
6597
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(30) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [30]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]