პირველად იყო ფიქრთა ნაკადი
და მიუღწეველ მიზანთა დევნა
პირველად იყო ჩემს გულის ნადებს
ლექსების წარღვნა, რომ აედევნა.
და მაშინ იყო ვრცელი მიმოთქმა:
"არა არ გვჯერა, არა არ გვჯერა"
და მინდოებოდა მაშინ უწყვეტლად
ლექსების გროვად, უთვლელად წერა.
პირველად იყო კალამ-ფურცელი
და ბნელ ფიქრებთან უაზრო დევნა
პირველად იყო ჩემს გულის ნადების
ლექსების წარღვნა, რომ აედევნა.