ბედისწერა შაბათს, 25 აპრილს, შიდა ქართლის სოფლებში ვიყავით ასულები, ლადო კილასონია, ჩემი შვილი სანდრო, მე და კიდევ ერთი ჩვენი მეგობარი. ვარიანში და ნიქოზში წიგნები მიგვქონდა. გგზად, სოფელი შინდისი გავიარეთ. სწორედ ის შინდისი, სადაც 2008 წლის აგვისტოში, ჩვიდმეტმა ქართველმა ჯარისკაცმა გორი-ცხინვალის რკინიგზის შინდისის მონაკვეთზე მთელი დღით შეაჩერა ცხინვალიდან გორისკენ დაძრული რუსული არმია. დაუნდობელ ბრძოლაში ჩვიდმეტივე დაიღუპა. აამ ადგილას არ გავრჩერებულვართ. შიდა ქართლის და სამაჩაბლოს, ისევე როგორც სამურზაყანოსა და აფხაზეთის სოფლებსა და ქალაქებში, თუ გაჩერებაა სხვანაირად უნდა გაჩერდე. ააი, ის ჩვიდმეტი ქართველი ბიჭი როგორც გაჩერდა, ისე. ეგეთ ადგილებში, შემთხვევით ავლა-ჩავლისას გაჩერება არ მოსულა.
თუმცა, მთლად შემთხვევით არც ჩვენ ჩავსულვართ. ეეს ამბავი თერთმეტი დღის წინ დაიწყო. როდესაც ქეთი დუმბაძისა და მარიამ წიკლაურის ინიციატივით, 14 აპრილს, ახალ და ძალიან საინტერესო პროექტს –“ცოცხალ წიგნებს” ჩაეყარა საფუძველი და პირველი ჯგუფიც – ირაკლი ლომოური, ქეთი დუმბაძე, მარიამ წიკლაური, კატო ჯავახიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, პაატა შამუგია და თქვენი მონა-მორჩილი შიდა ქართლისაკენ დავიძარით. გზაში აღმოჩნდა, რომ კულტურის სამინისტრო და გამომცემლობები ვერ შეთანხმდნენ, თუ რაღაც ეგეთი, რავი, მაგათ ამბებში მისდღემში ვერ ვერკვევი და ყველა ავტორის წიგნები არ გვქონდა წამოღებული. საერთოდ ეს ძალიან ცნობილი და საინტერესო ამბავია. აარა მარტო მე, არამედ ჩემზე გაცილებით მოწესრიგებულ და ყურადღებიან მეგობრებს – მწერლებს თუ პოეტებს, როგორც წესი, წამლადაც არა აქვთ საკუთარი წიგნის ერთი ეგზემპლარიც კი და თუ რაიმე განსაკუთრებული ხდება, საკუთარი წიგნების ყიდვა უწევთ. ჩვენ ჯგუფშიც აღმოვჩნდით რამდენიმე ასეთი ადამიანი, ვისაც საკუთარი წიგნები უბრალოდ არ გვქონდა და ქეთი დუმბაძემ ერთი ჩხუბით და სიცილით, სადღაც გამგეობაში ამოგვიბეჭდა საკუთარი “შედევრების” რამდენიმე ნაწყვეტი.
თუმცა ამან მაინც ვერ გვიხსნა შერცხვენისაგან. როდესაც ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში კითხვა დავასრულეთ, ბავშვებმა წიგნები მოგვთხოვეს საჩუქრად წარწერებით და რომ არ გვქონდა, რვეულიდან ფურცლებს ხევდნენ და იმაზე გვაწერინებდნენ ხელს. განსაკუთრებით ერთი, ჩემ ბიჭზე ორიოდ წლით უფროსი, გოდერძი ბერკაცაშვილი დამამახსოვრდა. “თქვენი წიგნი მინდა, რომ ბებიას წავუღოო,” - მმაგრად გავმწარდი. მმესმის, რომ გამომცემლობა კერძო დაწესებულებაა და ათასი პრობლება აქვს, რომ კულტურის სამინისტროსაც თავისი გაჭირვება ადგას და რომ საერთოდ, ქვეყანას უჭირს და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში, ყველა ხელისუფლებას ძალიან უჭირდა, იმდენად უჭირდათ, რომ ბოლოს კისრის ტეხით გარბოდნენ. რასაც ვუყურებ, ამათაც მაგრად უჭირთ და საერთოდ, რაც ამ პოლიტიკოსებს და ნაირნაირ მთავრობებს გაჭირვება სჭირთ, ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ იმ წამს ყველა ძალიან შევწუხდით. შევპირდით, რომ აუცილებლად ამოვბრუნდებოდით ჩვენი და არა მარტო ჩვენი წიგნებიანად და ავბრუნდით კიდევაც.
წიგნების ნაწილი ვარიანის სკოლის ბიბლიოთეკას ჩავაბარეთ, იქვე მიგვასწავლეს თორმეტი წლის გოდერძი ბერკაცაშვილის სახლი. მმარტო ბებია ზრდისო, გვითხრეს. ვიპოვეთ. წინა დღეს გლანდების ოპერაცია გაეკეთებინა და ლოგინში იწვა, სახლში რომ შევუცვივდით. “ბიჭო როგორ მომაგენით, ეე?” - თვალები გაუბრწყინდა. მმე და ლადომ წიგნები დავუტოვეთ ავტოგრაფებით. წიგნებზევე წავუწერეთ მობილურის ნომრებიც. აღარ გვიშვებდა, წვენის ჭიქები მოიტანეთო - გასცა განკარგულება. მმისი მამა, ელგუჯა ბერკაცაშვილი, ეროვნული გვარდიის ოფიცერი და აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო. 2004 წლის ივნისში, ცხინვალის ცნობილი შეტაკების დროს დაიღუპა ნიქოზთან.
ვარიანიდან ნიქოზისკენ გავაგრძელეთ გვარიანად დანგრეული და შელახული გზა. ზემო ნიქოზი, ნიქოზი-ცხინვალის ეპარქიის ცენტრია, რომლის ეპისკოპოსი მეუფე ისაია ჭანტურია ახლა ოკუპირებულ ახალგორშია შესული და იქ, იკორთის მონასტერშია გამაგრებული. აღარ გამოდის, იმიტომ რომ თუ გამოვიდა, რუსი ოკუპანტები უკან აღარ შეუშვებენ. ნნიქოზი პირდაპირ ესაზღვრება ცხინვალს. კერძოდ, კი მის უბანს – ე.წ. “შანხაის” და შესაბამისად 1990-იანი წლებიდან ფრონტის ხაზის სოფელია. ოოსებთან ნათესაობისა და ნათელმირონობის მიუხედავად, რომელიც 2008 წლის აგვისტომდე არ შეწყვეტილა, ამ ბრძოლებს რამდენიმე ნიქოზელი ბიჭი შეეწირა. აამის მიუხედავად, მათგან ვერც საყვედურს გაიგებ, ვერც გაჭირვებაზე წუწუნს და არც კრედიტებსა და კომერციულ მომგებიან-წამგებიანობაზე ლაპარაკით შეგიღონებენ გულს. აარიან თავისთვისა, სასროლია, ისვრიან, არადა მოჰყავთ ვაშლი და თუ არ გაეყიდებათ, მაგის გამო მეზობლის ბავშვს ხიდან ქვით არ ჩამოაგდებენ და ხილს, ან გნებავთ წიგნს არ დაუჭერენ.
აარადა სულ მაგას ვამბობ ჩემი ბიჭობიდან მოყოლებული და რაც დრო გადის კიდევ უფრო ვრწმუნდები, რომ შიდა ქართლიდან საინგილომდე და დაღესტნის მხრიდან კოდორის - დალის ხეობამდე, რაც უფრო უახლოვდები საომარ ზონას, მით უფრო ნაღდი, ალალი, მაგარი და ლაღი ხალხი გხვდება და აჰა რა ვქნა ახლა. აშკარად ეგრეა. ვისაც არა გჯერათ, ჩადით და