მოკვდა ღერკულესი, უძლეველი მეფე - ერეკლე...
დღესა ორმეოცსა ესვენა გვამი მეფისა ირაკლისა თელავს, რადგან მოვიდოდიან კახეთით, ქართლით და ყოველთაგან სამეფოთა მისთა დედა-წულითურთ მცხოვრებნი და ჰყოფდეს იგინი გოდებასა და ტყებასა დიდთა გვამსა ზედა მისსა.
ყოველნი თვითეულნი გვარნი მცხოვრებნი ქართველნი კავკასისა მთათაგანნი და თათართაგან საქართველოისათა და სხვათაგან ყოველთაგან ადგილთა მოვიდოდიან და ჰყოფდენ გლოვასა წესისამებრ მათისა.