რობაიები სვანეთს
ამ ციკლის შექმნა განაპირობა თამაზ ნავერიანისა და ნანა სხირტლაძის დიდებული ოჯახის დაუვიწყარმა მასპინძლობამ სვანეთში...
არქაული რობაი
თითქოს ლერგიმზე ცოცხლდებიან ძველი სვანები,
საკურცხილიდან მზვერავს ქორა მახვშის თვალები...
მისტიურობის საბურველში სუნთქავს მაჩუბი, -
ორი მურყვამიც - ძლიერება მარგიანების...
• ლერგიმი - ხის გრძელი ძელსკამი
• საკურცხილი-მახვშის სკამი(სავარძელი)
• მაჩუბი - სვანების საცხოვრებელი სახლი
• მურყვამი - კოშკი
• ქორა მახვში - თემის მეთაური,