იტვირთება...

110 რობაი

ელგუჯა მარღია

2015 წელი | ,,პროფილი+''
6,294 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
3
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ერთდროულად, გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, როცა გავიგე, რომ ელგუჯა მარღიას რობაიები ისეთ მკაცრ შემფასებელსაც კი შეუქია, ძნელად რომ რაიმეს მოაწონებ. გულუბრყვილობის ასაკს კარგა ხანია, გამოვცდი და ვიცი, რომ ადამიანები იშვიათად ამბობენ იმას, რასაც კაკალ გულში ფიქრობენ, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებს, რადგან მყარად მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს: ელგუჯა მარღიას რობაიები არა მხოლოდ მისი ნამდვილი შემოქმედებითი გამარჯვებაა, არამედ ეს არის ყველაზე ახალი, ცოცხალი და ჭეშმარიტი ფასეულობა, რაც უკანასკნელი წლების ქართულ პოეზიაში შექმნილა. არ მეშინია: `გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი და ამ წვიმის პოეზია უარყოს“... იოსებ ჭუმბურიძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
,,ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“ რამდენიმე წლის წინათ ვახტანგ ჯავახაძემ გალაკტიონის სახლმუზეუმში მოისმინა ელგუჯა მარღიას ლექსი `ტრიო~, რომელიც ნოდარ ტაბიძეს ეძღვნება; მომყავს ამონარიდი: როგორც დაღლილი დენდი, გაეპარებით ქალაქს, იქ, რიონისპირ, დედა ისევ დაეძებს გალას... თქვენ ის ძახილიც გესმით, `სადა ხარ, გატუნია“, ღამით აბოდებს ლექსი ფშანში გატრუნულ ნიავს. ბუდობს გარშემო სათნო, დაუვიწყარი ხმები... და განა ღვინო გათრობთ, მარადისობით თვრებით... 4 მაშინ ბატონმა ვახტანგმა მითხრა: `სამწუხაროდ, არ ვიცნობ ელგუჯა მარღიას, არ ვიცი, როგორი პოეტია, ეს ლექსი კი ნამდვილად შესანიშნავია“. დარწმუნებული ვარ, ბატონ ვახტანგს ელგუჯა მარღიას ეს რობაიები კიდევ უფრო მოეწონებოდა, ჟურნალმა `ჩვენმა მწერლობამ“ 2015 წლის 3 აპრილის ნომერში რომ გამოაქვეყნა. მაშინ კი ასე თქვა, სამწუხაროდ, არ ვიცნობო. და ეს ოდნავადაც არ იყო მისი ბრალი. `დამნაშავე“ თვითონ ელგუჯა იყო _ დღეს სანთლით საძებარი მორიდებულობით, ჩრდილში დგომითა და უხმაურო ღვწით, ანუ იმ თვისებებით, ნამდვილ პიროვნულ ღირსებებს რომ ქმნიან. მას ასე ცხოვრების სირთულე კარგადა აქვს გაცნობიერებული, ამიტომაც წერს ერთ-ერთ რობაიში: ხან ბილიკია ეს ცხოვრება, ხან ბეწვის ხიდი, ღირსებით გავლას გამძლეობა სჭირდება დიდი... ის უხმაუროდ არა მხოლოდ პოეზიის სფეროში იღვწის: მეუღლეს თან, ქალბატონ მანანა გეგიძესთან ერთად, წარმატებით ხელმძღვანელობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სააგენტო `პროფილს.“ სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მათ მიერ გამოცემული `საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია“ ფასდაუდებელ სამსახურს უწევს ამ რთულ და საინტერესო დარგში 5 დასაქმებულთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ხსენებულ სფეროს იკვლევს ან უნივერსიტეტში შესაბამის სასწავლო კურსს უძღვება. ამ სააგენტოს სახელი ასევე გაგვახსენებს `ქართული ბრენდის დღეს“, რომელიც ყოველწლიურად გრანდიოზული დაჯილდოების ცერემონიალით აღინიშნება ხოლმე... ...მაგრამ დღეს რობაიებზე უნდა ვისაუბროთ. ორი-სამი თვის წინათ ელგუჯა მარღიამ ინტერნეტის საშუალებით რამდენიმე რობაი გამაცნო. ძალიან მომეწონა. მომეწონა და წავაქეზე. თითქმის ყოველდღე ახალ რობაის `მიგზავნიდა“ აშკარა იყო, რომ პოეტმა საკუთარი თავი იპოვნა, სათქმელის გამოხატვის ყველაზე ადეკვატურ ფორმას მიაგნო. მაშინ ფეისბუკში ხუმრობით ვიკითხე: საინტერესოა, რობაი გაჩნდა ელგუჯასათვის, თუ ელგუჯა რობაისათვის? ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ ხუმრობა არ იყო. რობაის ხსენება ქართველ მკითხველს უმალვე ომარ ხაიამის შემოქმედებას გაახსენებს, დიდებულმა მთარგმნელებმა (იუსტინე აბულაძე, ამბაკო ჭელიძე, მაგალი თოდუა, თამაზ ჩხენკელი, ნომადი ბართაია, ალექსანდრე ელერდაშვილი) ჩვენი ლიტერატურის კუთვნილებად რომ აქციეს. 6 უპირველესად კი მაინც ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ თარგმნილი 118 რობაი გაგვახსენდება. ეს ის შემთხვევაა, როცა პოეტმა იპოვა თავისი მთარგმნელი და შეგვიძლია, გავიმეოროთ ბორხესის სიტყვები, ედვარდ ფიცჯერალდის შესახებ თქმული: `ვახუშტი კოტეტიშვილის პიროვნებაში ერთ მშვენიერ დღეს ომარ ხაიამის სული ჩასახლდა“. გული არ მოგითმენს, რომ ერთი ნიმუში მაინც არ მოიხმო: რადგან რაიმე, ქარის გარდა, არ არსებულა, რადგან ყოველი დაქცეულა, არ ავსებულა, არარსებული არსებულად უნდა ჩათვალო, არსებული კი მიიჩნიო არარსებულად... როცა ასეთი თარგმანები გაქვს, დიდი გაბედულებაა, მკითხველს საკუთარი რობაი გააცნო. ელგუჯა მარღიას ამის შეგონება არ სჭირდება. ის კარგად გრძნობს დიდ პასუხისმგებლობას და საშველად (ჩვენგან დასაცავად) სწორედ ომარ ხაიამს მიმართავს: ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი... დარწმუნებული ვარ, ამ თხოვნას აუცილებლად შეუსრულებს `დიდი ნიშაპურელი“, რომელმაც 10 საუკუნის შემდეგ, საქართველოში არა მხოლოდ თავისი მთარგმნელი, ღირსეული შეგირდიც იპოვნა. 7 ვინც ელგუჯა მარღიას რობაიებს გულისყურითა და გონების თვალით წაიკითხავს, გადაჭარბებად ან მხოლოდ ლამაზ ფრაზად არ მიიჩნევს იმას, რომ `ერთ მშვენიერ დღეს მის პიროვნებაში ომარ ხაიამის სული ჩასახლდა“. აი, ერთი ნიმუში: გზასაცდენილი მორბენალი ვნახეთ მრავალი, პრეზიდენტებმა დაგვახურეს თავზე ყავარი, დაიმახსოვრე, გზასაცდენილ მარათონელზე უფრო სწრაფია ხეიბარი სწორად მავალი... მაინც რა სჭირდება რობაის ყველაზე მეტად? აზრობრივი თვალსაზრისით, ეს წმინდა წყლის სენტენციაა. სენტენცია კი, იმავე ბორხესის აზრით, რაც შეიძლება, მოკლედ უნდა გამოითქვას. ერთ-ერთ დიალოგში ის, ამ კუთხით, ჰერაკლიტესაც კი აკრიტიკებს, იხსენებს რა ცნობილ სენტენციას _ `არავის ძალუძს ორჯერ შევიდეს ერთსა და იმავე მდინარეში“... ბორხესი დასძენს: `და მერე ჰერაკლიტე ამატებს იმას, რაც სრულიადაც არ არის აუცილებელი _ `ვინაიდან წყალნი შეიცვალნენ“... რობაი ოთხსტრიქონედია (არაბულად სწორედ ამას ნიშნავს) და გრძლად თქმის საშიშროებას ისედაც გამორიცხავს. მთავარი ისაა, 8 რომ ამ ოთხიოდე სტრიქონში ღირებული სათქმელი, ჭკვიანური აზრი ჩადო და ჩაატიო. ამას კი ვერ შესძლებ, თუ ფიქრში ჩაღრმა ვებული არა ხარ და ზურგს სათანადო განსწავლულობაც არ გიმაგრებს. ელგუჯა მარღია სწორედ ასეთი კაცი და პოეტია. ამას დაგვიდასტურებს მისი რობაიები, რომელთა ეპიგრაფები გვამცნობენ, რომ ჩვენს წინაშეა რემინისცენციები პლატონის, ლეონარდო და ვინჩის, ფრენსის ბეკონის თემაზე. ფრენსის ბეკონის თემაზე რემინისცენცია (`გზასაცდენილის რობაი“) უკვე მოვიხმეთ, ახლა და ვინჩის თემაზე დაწერილს (`დაფიქრების რობაი“) გავეცნოთ: ირგვლივ რაც ხდება კლოუნადა, ნამდვილი ცირკი, ამჯერად უფრო მაფიქრებს და ნაკლებად მიკვირს, სულით ბრმა ვეღარ დაინახავს ნამდვილ სიკეთეს, _ ვინც სათნოებას თესავს, ხშირად სიძულვილს იმკის... ...არაფერი გვითქვამს რითმაზე. `ბავშვმაც კი იცის“, რომ რობაის ოთხსტრიქონედში პირველი, მეორე და მეოთხე სტრიქონები უნდა გაირითმოს. თუმცა ვახუშტი კოტეტიშვილს ზოგჯერ ცდუნება სძლევს და ოთხივეს რითმავს _ `ვეფხისტყაოსნის“ პატრონია და, ალბათ, ესეც აქეზებს (სხვათაშორის, თარგმანებში რუსთველის კვალი აშკარად მოჩანს). ელგუჯა მარღია კანონიკურ მოთხოვნას იცავს და მისი რითმები 9 ისევე სანიმუშოა, როგორც მტკივნეული სათქმელის გადმოსაცემად მოძებნილი უზუსტესი დეტალები: აღარც სახლია საყვარელი და აღარც ეზო, არც საფერავის სუნი გვათბობს ნაცნობი ეგზომ... მამულის სარკე, მშობლიური თქვენი ხაშმია, _ რა გითხრათ და რით გაგახაროთ, ბატონო რეზო?! ომარ ხაიამის რობაიები დანომრილია, ელგუჯა მარღიასი _ დასათაურებული: `იუდას რობაი“, `სირცხვილის რობაი“, `სამშობლოს რობაი“... ამ უკანასკნელს, სინამდვილეში, უპირველესს, უმთავრესს, გვერდს ვერ ავუვლი. აი, რას გვეუბნება ელგუჯა მარღიას `სამშობლოს რობაი“: განგებამ ასე ისურვა და მიბოძა ნება, რომ პირში გითხრა სათქმელი და შენც იგრძნო შვება, სამშობლოს თავთან ნურასოდეს გააიგივებ, მოკვდავი მიდის, სამშობლო კი მარადის რჩება... ამ კონტექსტში აუცილებლად უნდა მოვიხმო `სამეგრელოს რობაი“, რომელიც ბევრი თავგზააბნეულის გასაგონადაა გამიზნული: განსაცდელშია საქართველო... მოირყა ბურჯი, რაც თავი მახსოვს, ემატება სირცხვილის ხურჯინს... სამეგრელოში არ ეძებოთ მტერი აზონი, უპირველესად, სამეგრელო ეს არის ქუჯი... 10 გული არ მომითმენს, `სახლის რობაიც“ არ დავიმოწმო, ნატო კორსანტიას რომ ეძღვნება: თითქოს გამტყდარა, მარტოობით გული დაღლია, ხსოვნის საუნჯე, ეს ხომ შენი რეჩხის სახლია... ამ ეზო-კარის მოდარაჯე ხეჭეჭურები რტოებს გიქნევენ ბავშვობიდან და გეძახიან... ვისაც წაუკითხავს ნატოს წიგნი `ჩემი სახლი“, ვინც იცის გალსა და თბილისს შორის მისი სულის მიმოქცევანი, მშობლიური სახლის ვერდათმობისა და ურთულეს პერიოდებში მისი სარისკო მონახულების ამბავი, შეუძლებელია, ამ რობაიმ სულის სიმი არ შეურხიოს. თითქმის ყველა რობაის დამოწმება მინდა, მაგრამ ეს დაუშვებელია. ნუ დამძრახავთ და ერთ რობაის კიდევ მოვიხმობ. ის მინაწერია ჩემს წიგნზე `ღიმილი დედოფალ ანასი“. ოთხ სტრიქონში ელგუჯა მარღიამ მოახერხა იმის ჩვენება, რომ ღიმილი აქ უაღრესად პირობითია: სხვა სილამაზე აცისკროვნებს დედოფლის ღიმილს, სხვა არის მისი პოეზიის მზე(ცა) და სხივიც, და უნებურად მახსენდება ახლა ჯოკონდა, _ იმ ამოუცნობ ღიმილს მიღმა რა ცრემლი ღვივის... 11 საერთოდ კი, და ეს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ელგუჯა მარღიას რობაი ეს არის ქართული რობაი _ არა, უწინარესად, ფორმით, რითმით ან სხვა ელემენტებით, არამედ ქართული სატკივრით, სულისკვეთებით. * * * ერთდროულად, გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც, როცა გავიგე, რომ ელგუჯა მარღიას რობაიები ისეთ მკაცრ შემფასებელსაც კი შეუქია, ძნელად რომ რაიმეს მოაწონებ. გულუბრყვილობის ასაკს კარგა ხანია, გამოვცდი და ვიცი, რომ ადამიანები იშვიათად ამბობენ იმას, რასაც კაკალ გულში ფიქრობენ, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მაინტერესებს, რადგან მყარად მჯერა და ვერავინ გადამარწმუნებს: ელგუჯა მარღიას რობაიები არა მხოლოდ მისი ნამდვილი შემოქმედებითი გამარჯვებაა, არამედ ეს არის ყველაზე ახალი, ცოცხალი და ჭეშმარიტი ფასეულობა, რაც უკანასკნელი წლების ქართულ პოეზიაში შექმნილა. არ მეშინია: `გამოვიდეს რომელიმე ვაჭარი და ამ წვიმის პოეზია უარყოს“... იოსებ ჭუმბურიძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
ISBN 978-9941-
სათაური:
110 რობაი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2015
გვერდები:
144
კატეგორია:
პოეზია
ნახვები:
6294
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]