გაზაფხულის ცა
გადადიან მთაწმინდიდან აბოლილი ნისლები,
გადიკარებს, ნაწვიმარზე, ცაო, გადაიხსნები.
ვარსკვლავები დამაცვივა, ბროწეულის მარცვლები,
ვაი, როგორ ლამაზი ხარ, ვაი, რომ ვერ აგწვდები.
დაიხარე, ჭადრის ხეო, სიმაღლით რომ მაოცებ,
ამიყვანე, ლამაზია, მარტო ერთხელ ვაკოცებ...
1954