პირველად იყო სიტყვა...
დრამატურგია, ისევე როგორც საერთოდ მწერლობა, მოწოდე ბულია დაეხმაროს ადამიანს არსებულ სინამდვილეში აღმოაჩინოს საკუთარი ცხოვრება.
ადამიანი გაჩენის დღიდან სინამდვილის ცხოვრებად გარდა ქმნას ცდილობს. გრძნობს, თუკი ამას ვერ შეძლებს (რაც არცთუ ისე იშვიათად ხდება!), მისთვის მიუღწეველი და, ამდენად, უცნობი დარჩება ამქვეყნიური ყველაზე დიდი სასწაული.
დრამატურგია ადამიანის ყოველდღიურ ყოფაში პოეზიას ამკვიდრებს, რათა ამ მოაზროვნე არსებაში არ ჩაკვდეს აზროვნე ბის ანუ არსებობის სტიმული – ოცნება!
ადამიანმა, რა თქმა უნდა, შეიძლება გაძლოს უპოეზიოდ, მა გრამ ეს სწორედ რომ გაძლება იქნება და არა ცხოვრება.
კაცობრიობას, ათასნაირი ბოროტი ნების ზეგავლენით, დროის უზარმაზარი მონაკვეთების მანძილზე უცხოვრია, უფრო ზუსტად
უარსებია უპოეზიოდ: დაუვიწყია ადამიანის პიროვნული ღი რსებანი, შეუჭრია ოცნების ფრთები და აზროვნება გადარჩენის ინსტინქტის ფართქალამდე დაუყვანია. ამას მოჰყოლია საშინელი მორალური და ზნეობრივი კომპრომისები, პიროვნების გამანადგუ რებელი კატასტროფები.
დრამატურგია კი პიროვნების მეხოტბეა!
თავისი დიადი ძალისხმევის დროს, ანუ მაშინ, როდესაც ზემო ქმედებს მკითხველზე, თითქოს ნაპერწკლებს აფრქვევს (როგორც სალეს ქვაზე – დანა!), რომელთაც გარემოსთან ხასიათთა შეჯახება წარმოშობს და რომელსაც პათეტიკის მოყვარულნი „ღვთაებრივს“ ეძახიან, ნამდვილად კი ყველაზე ადამიანური მოვლენაა, რამდენა დაც პიროვნების მნიშვნელობასა და სიმტკიცეზე მეტყველებს.
დრამატურგიის დაუნდობელი, მე ვიტყოდი, სასტიკი გულა ხდილობის გამო (გულახდილობა მისი საარსებო პროგრამაა!), ჩვენ თვალწინ გაიელვებს ხოლმე ჩვენივე არსების შინაგანი, ნამდვილი სახე – გაშიშვლებული ანატომია სულისა. ოიდიპოსივით, სიმა რთლის ძიების თვითდამფერფლავი ჟინით შეპყრობილი, იგი ყვე ლაზე გულახდილია ლიტერატურის სხვა დარგებს შორის და, ამი ტომაც, ყველაზე უმწეოა. ამავე დროს, ხელოვნების სხვა დარგებს შორის (შეიძლება მუსიკასთან ერთად!), სწორედ დრამატურგიაა ყველაზე იდუმალი, თითქმის ეზოტერიული აქტი, რამდენადაც ჩვენ თვალწინ იქმნება ფანტასტიკური მეორე სინამდვილე, სრულებით რომ არ წარმოადგენს არსებული გარემოს იმიტაციას, – სხვაა, ახა ლია, მოულოდნელია, სულის აქამდე უცნობი მღვიმეებიდან გაჩე ნილი ქვეყანა, რომელსაც თავისი ხმა აქვს, თავისი ფერი, თავისი ტანჯვა და სიხარული. თითქოს გვაგონებს კიდეც ჩვენს განცდებს, ზოგჯერ სულშემხუთავად ნაცნობია, მაგრამ ამავე დროს, აშკარად სხვაა, რადგან უფრო მაღალია, უფრო დახვეწილი და, თუ გნებავთ, უფრო ადამიანურიც! მართალია, დაუნდობელია თავისი სიმაღლით, მაგრამ კეთილიცაა, მწყალობელია ოცნებისა, რომელიც სხვა არა ფერია, თუ არა ნოსტალგია საკუთარ პიროვნებაზე...
ძველ ხალხებს ძველისძველი ოცნებები მოსდევთ თან. ზოგი ოცნება მოგონებად გადაიქცევა ხოლმე, მაგრამ ზოგიერთი, რო გორც ჭრილობა, როგორც მარადიული ვაება, მარადიული საფი ქრალი, მოგვყვება ცხოვრების გზაზე, უფრო სწორად, – ჩვენ მი ვაგორებთ ლოდივით ცხოვრების აღმართში, მივაგორებთ და მი ვსდევთ კიდეც.
აი, ასეთი ძველისძველი ოცნებებია ჩატანებული ჩვენი მწე რლობისა და ხელოვნების საფუძველში, როგორც გენეტიკური კოდი.
ქართული კლასიკური დრამატურგიის ხასიათს ორი ძირითადი, ძველისძველი ოცნებით ნასულდგმულები იდეა განსაზღვრავს: ერ თია პიროვნების თავისუფლება და მეორე – სამშობლოს თავისუ ფლება. თუმცა, ვერავინ იტყვის, რომელია პირველი და რომელი
მეორე, რადგან არც ერთი არ არსებობს მეორისაგან დამოუკიდ ებლად. ამ ორი ძირითადი მოტივის საოცარმა ნიუანსირებამ, პო
ეტურმა დაწყვილებამ და ფორმის თითქმის ლექსისმიერმა ემო ციურობამ შექმნა კიდეც ის სამყარო, უნიკალური და უმდიდრესი საგანძური, რასაც ქართული კლასიკური დრამატურგია ეწოდება.
ჩვენში კლასიკური დრამატურგია, ქართველი რეჟისორების უცნაური, საერთო ტენდენციურობის გამო, თეატრალურ სკოლად არ ჩამოყალიბებულა, როგორც ეს საფრანგეთსა, რუსეთსა თუ ინგლისში მოხდა. ეროვნული დრამატურგია თეატრის სკოლაა, ამის დავიწყება ძალზე სახიფათოა თეატრისათვის. მსოფლიოში ყველაზე უფრო სახელგანთქმული თეატრები ჩვენს შეგნებაში დამკვიდრდნენ სწორედ დრამატურგთა სახელების მეშვეობით. გავიხსენოთ, თუ ნდაც, შექსპირის, მოლიერის, ჩეხოვისა თუ ბრეხტის თეატრები... თუმცა ანტიკური დრამატურგიის კორიფეები ერთდროულად რეჟი სორებიც იყვნენ, მაგრამ დრომ, ისტორიამ მათ მხოლოდ ერთადე რთი, ძირითადი პროფესია დაუტოვა – პოეტობა! ალბათ რეჟისორე ბიც დამეთანხმებიან, რომ „ელექტრას“ დადგმა მრავალ რეჟისორს შეუძლია სხვადასხვანაირად და საინტერესოდ, მაგრამ მისი დაწერა მხოლოდ და მხოლოდ პოეტ ევრიპიდეს შეეძლო...
დრამატურგიის საშუალებით თეატრში ეროვნული საერთოსა ხალხო სულისკვეთება შემოდის, თეატრი ექცევა საზოგადოებრივი ინტერესებისა და ვნებათაღელვის ცენტრში. ივიწყებს რა ამას, თე ატრი არა მარტო საკუთარ წინსვლას ამუხრუჭებს, არამედ დრამა ტურგიის განვითარებასაც აფერხებს. ზემოთ ვთქვი, ლიტერატურის სხვა დარგებს შორის დრამატურგია ყველაზე უმწეოამეთქი. მისი უმწეობა იმაშიც გამოიხატება, რომ საკუთარი რაობის სრული წა რმოჩენისთვის, პოლიგრაფიასთან ერთად, სცენაც სჭირდება. მა გრამ სასწრაფოდ უნდა დავძინო, რომ ეს „უმწეობა“ მეტად პირობი თია და სხვა შემთხვევაში შეიძლება აღვიქვათ, როგორც სიძლიერე. მართლაც, ლიტერატურის სხვა არც ერთ დარგს არ ძალუძს ხელო ვნების ორი, ცალცალკე არსებული სამყარო ასე დააახლოვოს, და ანათესავოს ერთმანეთს,