სულის ტანკა წინასიტყვაობა
ტანკა იაპონური პოეზიის უძველესი სახეობაა. იაპონურად მოკლე სიმღერას ნიშნავს ეს ხუთსტრიქონიანი ურითმო ლექსი. ტანკა გამოხატავს სიცოცხლის არსს.
ტკივილი
თავს გვაბეზრებს,
მაგრამ
ტკივილის გარეშე
ვერ ვიფრენთ.
დედამიწაზე
მთელი ცხოვრება
დამყვებოდა ჩრდილი,
აღარაა დედა
აღარაა ჩრდილი.
მარტო ყოფნა
წყვდიადია,
ხალხში
ნათელ ქაოსში
დაკარგვა.
სახლში დაბრუნებულ
პატიმარს,
მშობლიური კედლები
ძალიან
აღარ ენატრებოდა.
ხე
გვიცავს და გვაკვირდება.
ჩვენ
ჩრდილით ვსარგებლობთ,
შემდეგ ვწვავთ.
ზურგს უკან
შეშლილს ეძახიან.
არადა,
მარტოსული
მწერალი და მხატვარი არი.
მიყვარს მტრებთან
საუბარი.
მიღიმიან,
თამაშობენ,
შურით სკდებიან.
საათი
სწორ დროს
მაშინ აჩვენებს,
როცა
მესაათეს სჭირდება.
შემოდგომა სიყვარულივით არის.
იფურჩქნება,
ლამაზდება.
შემდეგ კი
ჭკნება.
ზედმეტი ყურადღება
ძაღლს ათამამებს,
დათვს ათავხედებს
და
ადამიანს რას უზამს ნეტა ?!
მიყვარს წვიმა
არ მიყვარს ქარი.
პირველი სიყვარულს მაგონებს
მეორე სიძულვილს და
განშორებას.
პეპელას
სამი დღე,
ხშირად სხვის
ათასწლეულს
სჯობნის.
მიყვარს
სირცხვილის გრძნობა.
მაიძულებს
არ ვაკეთო ის
რაც მძულს.
ცოლი არ მყავს
ბავშვი კი მსურს.
ესეიგი :
ხმაური ძლიერ
მძულს.
სკოლა დამთავრდა
შესაბამისად ბავშობა.
შემდეგ,
ამ წლებს ვნატრობთ
ყოველდღე.
მამა როდესაც
ცაში წავიდა,
იქ
დარჩა ადგილი
ძეგლის და კაცის...
გველს უყვარს წიწილი,
დათვს კი ბელი.
ჩვენ
რა გვჭირს ?!
ნეტა რა გვღრნის ?
სურათი
აღბეჭდავს დროს.
საქციელი
ზრდილობას, მშობლებს
და ქვეყანას.
როდესაც მივდიოდი
მარტო
ფოთლები ტიროდნენ.
მივხვდი
დროულად მოვკვდი.
ბუნება გვასწავლის
ჩუმად და ტკბილად.
ჩვენ კი,
ვებრძვით
ხმაურით დიდად.
დუელი მინდა
მიზეზი არ მაქვს.
გავიცნო ქალი ?
არა, არ ღირს
სიკვდილად.
მთელი ცხოვრება
წერდა.
ვისთვის ?
რისთვის ?
საკუთარი სულისთვის...
მარტოსული
ნადირი ტყეში,
მსხვერპლს
ეძებს და
არა სიყვარულს.
ხისგან მოწყვეტილი
ფოთლის ფიქრი
იგივეა
მარტოდ დარჩენილი
გენერლის ფიქრის.
გვიყვარს მთელი გულით,
შემდეგ კი
აღმოაჩენ :
უყურადღებობა, ბევრად
ეფექტურია.
დრო გარბის,
შენს თვალწინ
კი
სხვისი შვილები იზრდებიან.
შენი არსად ჩანს.
ცრემლი ტკივილს
აღწერს,
იშვიათად სიყვარულს
მაგრამ
ადამიანზეცაა დამოკიდებული.
მუსიკა
სულის ნოტებია.
ამაღელვებელ
ზღვის ტალღებში
მომზირალი სინათლე.
ოცნება მშვენიერი
სილუეტია,
რომელიც
დამოკიდებულს გაგხდის
მოგონებებზე.
გულში დარდის
ჩაკვლა სჯობს
ვიდრე
ქუჩაში ტირილით
ყვირილი.
მე
ერთგული ვარ
საკუთარი მიზნების და ოცნებების
ამიტომ გადავრჩები,
მივაღწევ ნაპირს.
ჭკვიანმა
ჯარისკაცმა იცის,
ენდოს
გამოცდილ მეთაურს
და არა ინტუიციას.
ნიავი
მხიარული ბავშვია,
მაგრამ
თუ განრისხდა
ქარიშხალია.
მივდიოდი მე
მოდიოდა ის,
მეგონა ვუყვარდი.
მას კი
სხვანაერად ეგონა.
ყალბი ადამიანი
ისე მოგატყუებს,
დიდად
კმაყოფილი დარჩები
მარად.
უცხო ქალაქით
გაკვირვებული არი.
ამასობაში
მისი ქალაქი
ცუნამს ებრძვის.
გული
მინდა ასად გავყო,
რადგან
ასი ქალბატონი
მიყვარს.
დრო გაფრინდება სწრაფად,
მაგრამ
უმადურობა თქვენი
მე ხომ არასდროს
დამავიწყდება.
ფერფლი
ძალზედ მნიშვნელოვანია,
ერთხელაც
მიწას მოაყრიან
და იდეებით მკვდრეთით აღსდგება.
ბეღურა
სიცივეში მოიბუზა.
არა, არ სცივა
იგი სულ
მარტოა.
სურათი
უამრავ საიდულოს ინახავს,
როგორც კედლები.
ჩუმად უყვართ ყოფნა
მეგობრებს არ გვანან.
მდინარე
მთების დედაა.
რადგან
მის გარეშე
სიცოცხლეს ძალიან გაუჭირდება.
ცუდი
ყველაფერი ჩაივლის,
გაიფურჩქნები.
მთავარია წარსული
არასოდეს დაივიწყო.
ყოველდღე
ჩემს თავს ვეუბნები :
დაივიწყე მტრები,
მათ ღმერთი მიხედავს.
საბედნიეროდ არ შემიძლია.
როცა მივდიოდი
ათასი თვალი მაცილებდა,
დაბრუნებისას
მხოლოდ რამოდენიმე დამხვდა.
დედა, მეგობარი და ძაღლი.
არასოდეს, არასოდეს
არ მოითხოვო ახსნა,
დატოვე და წადი.
მათ უკეთ იციან
რაც ჩაიდინეს.
სახლში
დაბრუნებულ მეომარს,
ცოლი
სამოგზაუროდ წასული
დახვდა.
დედაქალაქში მიმავალთ
მუდამ ავიწყდებათ სოფელი.
სიკვდილის წინ
უკან გარბიან,
მიწა უფრო თბილის იქ.
ბავშობა
მაშინ დამთავრდა,
როცა
მშობელის საფლავზე
პირველი ვარდი დავდე.
მუდამ
თავმდაბალი მე,
მუდამ
ქილიკის ობიექტი
გახლდით.