I ადამიანების უმეტესი ნაწილი იქ ყოფნას ამჯობინებს, სადაც სიმშვიდე და ჰარმონიაა. მათ უყვართ ეს კომფორტის სივრცე და არ დათმობენ ამ ნაჭუჭს არასდროს, მითუმეტეს თუ შეჩვეულები არიან ამ ყველაფერს....
მაგრამ არის ერთი დიდი "მაგრამ" - მათ ასევე უყვართ ისეთი ამბების მოსმენა და ყურება, რისი სიზმარში ხილვაც კი არ შეუძლიათ, ოცნებაც ეშინიათ. თავიდან უყვართ ამ ამბების შემოქმედი პერსონაჟები, მერე შურთ, მერე იძულებენ მათ. ათვითცნობიერებენ, რომ ძლიერები არ არიან და იწყებენ ძირის გამოთხრას, ჭორების დაყრას, დაწყევლილი თვალებით ყურებას, თითქოს ყველა გიშერს გატეხავენ მზერით. ყველა დედის ლოცვას შეერკინებიან თავიანთი წყევლით, ყველა გულზე დაკიდებულ ჯვარს გაუმართავენ ომს. ეს მათი პროფესიაა, მრავალჯერ დამარცხებული დედის ლოცვასთან და ჯვართან, მაგრამ ერთ ბრძოლაში გამარჯვებულები გულის ფხანით ელოდებიან სხვა მსხვერპლს. ისინი მაშინ იმარჯვებენ, როცა აღარც დედაა ცოცხალი და ჯვარიც აღარ სწამს მათ მეტოქეს...
რა თქმა უნდა, ყველა ადამიანი არ იგულისხმება ამ შხამიან მზერაში, ბევრს კეთილი და მიამიტი გამოხედვა აქვს, რომელიც არასოდეს გაგიტეხავს გიშერს და არასოდეს შეხედავს ჯვარს აუგად, მას მტრად არ ჩათვლი, არ გამოიწვევ დუელში დედის ლოცვას...
მაგრამ არც დაგეხმარება, უბრალოდ შეეშინდება, უბრალოდ არ გარისკავს და თვითონაც სეირის მაყურებლად ან მსმენელად გადაიქცევა, ძალაუნებურად. ძნელია იცხოვორო ისე, რომ ყველას უყვარდე, ძნელი კი არა შეუძლებელია. მაგრამ რომ ეცადო, ამაში ხომ ცუდი არაფერია?! თუმცა, არ დაგაცდიან, ცოცხლად შეგჭამენ, ხრამში გადაგჩეხავენ, არ მოგეშვებიან. რადგან შენ არ ხარ მათნაირი, არ გთვლიან თავის სწორად, მარტო იმიტომ, რომ შენი სიკეთე თვალებს უბნელებს მათ, იმიტომ რომ მათ არ შეეძლოთ შენსავით სიკეთის გაკეთება. მაგრამ ღალატი, ფული, სხვისი ცოლები არჩიეს და ახლა ჰგონიათ, რომ შენ მათ აშიშვლებ ჩუმად,ხმის ამოუღებლად. შენ შეძელი ის, რაც მათ ვერ შეძლეს, შენთვის მარტივი მათთვის უსასრულოდ ძნელია...
ამიტომ ხარ შენ მათი სამიზნე....
ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე, არაფერი არ უნდა გაგიკვირდეს ადამიანს. დაუშვათ, უკვე მოგბეზრდა ეს დაწყევლილი თვალები, რომელიც ზურგზე ხიჭვებივით გერჭობა და დროთა განმავლობაში ხიჭვი ისარი ხდება, ფიქრობ შურისძიებაზე, მაგრამ თან არ მოგწონს ეს აზრი, არ გინდა მათ დაემსგავსო. ყოველ დღე ებრძვი ამ აზრს და იცილებ გულიდან და ტვინიდან. მაგრამ გძლევს ერთხელაც სურვილი, რომელიც წყურვილზე უარესი ხდება, შიმშილზე დიდი და დაუოკებელი გრძნობა გიტევს, რომელიც გეუბნება, შთაგაგონებს, რომ მარტო ხარ ამ დედამიწაზე ასეთი და თუ არ შეუტევ, ცირკის ცხოველი გახდები, რომელსაც უყურებენ სცენაზე, საჭმელს უგდებენ გალიაში დ სურათებს უღებენ. როცა შეგიძლია მოინადირო და ბუნაგში კმაყოფილი დაბრუნდე.
ერთხელაც ვეღარ აჯობებ საკუთარ თავს და ეტყვი:
- მე განსხვავებული ვიქნები, მათზე უკეთესი მაგრამ მათზე შურისმაძიებელი.
სამწუხაროდ, ვეღარ შეამჩნევ დროთა განმავლობაში, რომ შენს დიდ საქმეებს მათ წინააღმდეგ შურისძიების სუნი აღარ ასდის, ყოველ დღიურობის სუნი სდევს, თანდათან ხვდები, რომ შენც შეიცვალე. უბრალოდ მათზე უკეთესი გახდი. უკეთესი იმიტომ, რომ ბნელი საქმეების გარდა ცოტა სიკეთისთვისაც მოიცალე. თუ მღვდელს მოუყვებით თქვენი ამბების შესახებ, გეტყვით, რომ სულის გადარჩენა ყოველთვის შესაძლებელია მაგრამ, მღვდლის თვალებში წაიკითხავთ რომ თქვენც მათნაირად გთვლით და ეს ძალიან გეწყინებათ, სიმართლე არ მოგეწონებათ და დახურავთ ამ კარებს, რომელიც სიცოცხლის კარების დახურვის ტოლფასი იქნება...
უკან რომ მოიხედავს ადამიანი და გადახედავს თავის განვლილ ცხოვრებას, მერე უჩნდება სინანულის გრძნობა, ყველას თავისი გადმოსახედი აქვს. ზოგი იფიქრებს, რომ ბევრს დაუთმო დრო და აჩუქა სიკეთე, რომელიც არ ეკუთვნოდათ, ზოგიც წუხილს გამოთქვამს, რომ ვერ შეძლო უფრო მეტი დრო და სიკეთე ეჩუქებინა თავისი ცხოვრების პერსონაჟებისთვის. საბოოლოდ ყველა კულისებში გადაინაცვლებს და იქ უკვე აღარ შეეკითხება რეჟისორი არაფერს, ეტყვის განაჩენს და რომელიმე კარებისკენ მიუთითებს. ეს ის თეატრია, სადაც მაყურებელი არ არის და ვერც აპლოდისმენტებს მოისმენ. აი,რაც შეეხება კარს, მისი მთელ ქვეყანას ეშინია, ყველას მარჯვენა კარებში უნდა შესვლა და ავიწყდებათ, რომ ეს ისეთი კულისებია, რომლის მარჯვენა და მარცხენა კარები შეიძლება სხვადასხვა რამეს ნიშნავდეს. იქაც კი, სადაც თვითონ არ ხელეწიფება რამის გადაწყვეტა.ადამიანი მაინც ჯიუტად ცდილობს რაღაცის დამტკიცებას მაგრამ რისი?!
თვითონაც არ იცის. ისეთი დაბნეულია, აგონიაშია და ცდილობს მარჯვენა კარში შესვლას, საბოოლოდ მიხვდება რომ თვითონ არ წყვეტს აქ არაფერს, ეს კულისები სხვას ეკუთვნის, აქ სხვა არის მეფეც და კეისარიც, სხვას უჭირავს ხელში კვერთხი და სხვას აქვს თავზე დაფნის გვირგვინი დადგმული.
ქალაქის ბოლოს, ოდნავ ამაღლებულ ადგილას,