1. გონებრივი შრომის ორგანიზება. ტვინის შესაძლებლობები ბუნების ყველაზე დიდი საიდუმლო ადამიანის ტვინია. ტვინი უნიკალური და ურთულესი ორგანოა ჩვენთვის ცნობილ სამყაროში. ტვინის მუშაობის შესწავლა ინტენსიურად მიმდინარეობს. ცნობილია, რომ ადამიანი საკუთარი პოტენციური ინტელექტუალური შესაძლებლობების მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილს იყენებს, სხვადასხვა მონაცემებით 5-დან 10 %-მდე.
ტვინის შესაძლებლობები უსაზღვროა. თავის ტვინი 100 მილიარდ ნეირონს შეიცავს. ნერვული იმპულსების გადაცემით, ნეირონები ტვინის უწყვეტ მუშაობას უზრუნველყოფენ. ტვინის რესურსები მთელი სიცოცხლის მანძილზე 5 ბრიტანული ენციკლოპედიის კომპლექტის დამახსოვრების საშუალებას იძლება, მაგრამ ეს არ ხდება. რა უშლის ხელს ტვინს სრული სიმძლავრით ამოქმედებაში? ბევრი მეცნიერის აზრით ბუნებამ რომელმაც ადამიანი ინტელექტით დააჯილდოვა, მისთვის ასევე დამცავი მექანიზმებიც გაითვალისწინა, რომლებიც ტვინს გადატვირთვისაგან იცავს. ტვინი მუშაობს ენერგიის მინიმალური ხარჯვის პრინციპით – ის იყენებს იმდენს რამდენიც ესაჭიროება.
ადამიანის ტვინს, ისევე როგორც სხეულს მუდმივად სჭირდება ვარჯიში ბავშვობიდან ღრმა მოხუცებულობამდე. აქტიური გონება მოქმედებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს დიდხანს იგრძნოს საკუთარი თავი ახალგაზრდულად და გამოიყურებოდეს საკუთარ ასაკზე ახალგაზრდულადაც. სამწუხაროდ ადამიანების უმრავლესობის ინტელექტის განვითარება მთავრდება სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დასრულების და სამსახურში მოწყობის შემდეგ. მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა განვითარების შეჩერება ნიშნავს შეუქცევად რეგრესს. არასაკმარისი ინტელექტუალური დატვირთვა იწვევს ტვინის ქერქის სისხლით მომარაგების შემცირებას, რაც თავის მხრივ ნეგატიურად აისახება ინტელექტზე და ასევე მეხიერებაზე. სწორედ მეხსიერების პრობლემები არის პირველი სიგნალები იმის, რომ ინტელექტუალური შესაძლებლობები არასაკმარისადაა ამოქმედებული.
დამტკიცებულია, რომ ინტელექტის და ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება პირდაპირაა დაკავშირებული დამუშავებული ინფორმაციის რაოდენოაზე. ინფორმაციასთან მუშაობა ისევე ავარჯიშებს ტვინს, როგორც ფიზიკური დატვირთვები – კუნთებს. არაფერია ინფორმაციაზე უფრო ბუნებრივი და უსაფრთხო ფიტნესი ტვინისათვის. ინფორმაციის ნაკადის ზემოქმედებით უმჯობესდება თავის ტვინის სისხლით მომარაგება, რაც ახალი ნეირონული კავშირების შექმნას და შესაბამისად ტვინის განვითარებას უწყობს ხელს.
ადამიანის სხეული და ტვინი სუსტდება და ატროფირდება, როცა არ იტვირთება. იმისათვის, რომ წლებთან ერთად თქვენი გონება მხოლოდ გაუმჯობესდეს და აუცილებელი მონაცმები სწრაფად გასცეს, საჭიროა მისი მუდმივად წვრთნა. ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება, სრულფასოვანი დასვენება და რეგულარული ვარჯიში გონების სიმახვილის შენარჩუნებას ეხმარება.
ტვინი პლასტიურია და იცვლება სწავლის ან ახალი ჩვევების შეძენის პროცესში. ტვინს მუდმივად ესაჭიროება ახალი გამოწვევები, როცა ტვინი მიეჩვევა რაიმე დავალების, თუნდაც რთულის შესრულებას, მას ნაკლები ძალისხმევა და დრო დასჭირდება მის შესასრულებლად. შესაბამისად მისი აქტივობა თანდათან დაიკლებს. ტვინის მუშაობის ეფექტურობის ამაღლებისათვის აუცილებელია რეგულარულად რაიმე ახალი და რთული დავალების გაკეთება. ტვინს მუდმივად სწყურია სიახლე.