I ტესტი
დავალების I ტიპი - მრავლობითი არჩევანი (25 ქულა) დავალებაში დასმულია კითხვა, რომელსაც ოთხი სავარაუდო პასუხი ახლავს. მათგან მხოლოდ ერთია სწორი. უნდა შემოხაზოთ სწორი პასუხი .
1. საქართველოში გავრცელებულ რომელ კულტურაში გვხვდება გორასამოსახლოები ალიზით ნაგები წრიული ფორმის შენობებით?
ა. ადრესამიწათმოქმედო კულტურაში;
ბ. მტკვარ-არაქსის კულტურაში;
გ. თრიალეთის ყორღანების კულტურაში;
დ. კოლხურ კულტურაში.
2. რომელი არ მიეკუთვნება უძველეს სამდინარო ცივილიზაციებს?
ა. ეგვიპტე;
ბ. ჩინეთი;
გ. ინდოეთი;
დ. საბერძნეთი.
3. ვინ გაინაწილა დიაოხის ტერიტორიები?
ა. ასურეთმა და ურარტუმ;
ბ. სკვითებმა და კიმერიელებმა;
გ. ურარტუმ და კოლხამ;
დ. ურარტუმ და მიდიამ.
4. რომელი ბერძნული კოლონია მდებარეობდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე?
ა. ოლვია; ბ. პანტიკაპეიონი; გ. ხერსონესი; დ. გიენოსი.
5. რომელმა ბერძენმა მოღვაწემ გაატარა ათენში პირველად ძირეული დემოკრატიული რეფორმები?
ა. სოლონმა;
ბ. კლისთენემ;
გ. პერიკლემ;
დ. დემოსთენემ.
6. ვინ იყო კართაგენის ყველაზე ცნობილი მთავარსარდალი პუნიკური ომების დროს?
ა. ჰამილკარი;
ბ. ჰასდრუბალი;
გ. ჰანიბალი;
დ. ატილა.
7. რომელ წელს გაიყო რომის იმპერია ორ ნაწილად?
ა. 301 წ.; ბ. 323 წ.; გ. 378 წ.; დ. 395 წ.
8. რომელ ქრისტიანული მიმდინარეობა გამოცხადდა მწვალებლობად ქალკედონის მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 451 წელს?
ა. არიანელობა;
ბ. მონოფიზიტობა;
გ. დიოფიზიტობა;
დ. ნესტორიანელობა.
9. რომელი ბიზანტიელი ისტორიკოსი მოგვითხრობს „ დიდი ომიანობის “ შესახებ?
ა. პროკოპი კესარიელი;
ბ. თეოფანე ჟამთააღმწერელი;
გ. თეოფილაკტე სიმოკატა;
დ. კონსტანტინე პორფინოგენეტი.
10. რომელი სახელმწიფოები შეიქმნა ფრანკთა იმპერიის დაშლის შემდეგ?
ა. გერმანია, ნორვეგია, ინგლისი;
ბ. იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი;
გ. გერმანია, საფრანგეთი, იტალია;
დ. ინგლისი, ესპანეთი, პორტუგალია.
11. რა ჰქვია მუსლიმთა წმინდა წიგნს?
ა. სურა; ბ. ყურანი; გ. ჰიჯრა; დ. ჯიჰადი.
12. რომელი არ იყო თურქ-სელჩუკთა სულთანი?
ა. თოღრულ-ბეგი;
ბ. ალფ-არსლანი;
გ. მალიქ-შაჰი;
დ. ნიზამ ალ-მულქი.
13. რომელი იყო კახეთის საქორეპისკოპოსოს მთავარი ქალაქი?
ა. თიანეთი;
ბ. ახმეტა;
გ. ბოჭორმა;
დ. უჯარმა.
14. რა თანამდებობა ეკავა გიორგი ჭყონდიდელს სამეფო კარზე?
ა. მეჭურჭლეთუხუცესის;
ბ. მწიგნობართუხუცესის;
გ. მანდატურთუხუცესის;
დ. ამირსპასალარის.
15. ვინ სარდლობდა მუსლიმთა ჯარს შამქორის ბრძოლაში?
ა. ნეჯმ ად-დინ ილღაზი;
ბ. აბუ-ბექრი;
გ. რუქნადინი;
დ. ჯალალედინი.
16. რა იყო აღორძინების/რენესანსის მთავარი ღირებულება?
ა. განმანათლებლობა;
ბ. ჰუმანიზმი;
გ. დემოკრატია;
დ. აბსოლუტიზმი.
17. ვინ არის ამერიკის „ დამოუკიდებლობის დეკლარაციის “ ავტორი?
ა. ტომას ჯეფერსონი;
ბ. ჯორჯ ვაშინგტონი;
გ. ჯეიმს მედისონი;
დ. აბრაამ ლინკოლნი.
18. ვინ იყო საფრანგეთის მეფე საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს?
ა. ლუდოვიკო XVI;
ბ. ლუდოვიკო XVIII;
გ. ლუი-ნაპოლეონი;
დ. შარლ X.
19. ვინ არ იყო „ მეორე დასის “ წევრი?
ა. სერგი მესხი;
ბ. ნიკო ნიკოლაძე;
გ. ილია ჭავჭავაძე;
დ. გიორგი წერეთელი.
20. რომელი ქვეყანა არ იყო „ სამთა კავშირის ” წევრი?
ა. იტალია;
ბ. თურქეთი;
გ. ავსტრია-უნგრეთი;
დ. ესპანეთი.
21. რომელი ქვეყანა არ მონაწილეობდა მიუნხენის შეთანხმებაში?
ა. აშშ;
ბ. დიდი ბრიტანეთი;
გ. საფრანგეთი;
დ. იტალია.
22. ჳჳ მსოფლიო ომის შემდეგ რომელ ქვეყანაში არ მოვიდნენ სათავეში კომუნისტური ძალები?
ა. ავსტრიაში;
ბ. უნგრეთში;
გ. ალბანეთში;
დ. ჩეხოსლოვაკიაში.
23. სად მდებარეობს ნატოს შტაბ-ბინა?
ა. ბრიუსელში;
ბ. სტრასბურგში;
გ. ჰააგაში;
დ. ნიუ-იორკში.
24. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ტრეფიკინგის ფაზა?
ა. გადაბირება;
ბ. ტრანსპორტირება;
გ. ექსპლუატაცია;
დ. სახლში დაბრუნება.
25. ვინ აწერს ხელს კანონის საბოლოო ვერსიას საქართველოში?
ა. პარლამენტის თავჯდომარე;
ბ. შესაბამისი უწყების მინისტრი;
გ. პრეზიდენტი;
დ. პრემიერ-მინისტრი.
დავალების II
ტიპი - ქრონოლოგიის განსაზღვრა (4 ქულა)
დავალებაში მოცემული ჩამონათვალი (ისტორიული პიროვნებების, მოვლენების ან ფაქტების) უნდა დალაგდეს ქრონოლოგიური პრინციპით, უძველესიდან უახლესისკენ. თითოეული დავალება ფასდება 1 ქულით.
26. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ ბიზანტიის იმპერატორები:
1. იუსტინიანე I;
2. ალექსი I კომნენოსი;
3. ბასილი II.
27. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები მათი მმართველობის დროის მიხედვით:
1. გიორგი V;
2. ბაგრატ V;
3. დავით VI.
28. ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დაალაგეთ საქართველოში მომხდარი მოვლენები:
1. ბაზალეთის ტრაგედია;
2. ვახტანგ VI-ის მეფობა;
3. ოსმალების მიერ სვიმონ I-ის