გზადაგზა
კმაყოფილი ჭაბუკი ვიღიმები,
ვიჩქარი,
იღვიძებენ გზადაგზა სიყმაწვილის დღეები; წისქვილები, მინდვრები, წყაროები,
ტყეები, და...
კაკლების ჩეროში ჩვენი სახლიც... შეხედე!
ცოტა დამრჩა მანძილი, მუხლი მიჭრის ვაჟურად; გზაში მხვდება სიცილით იზვარა და ლაშურა.
აი, ჩემი სოფელი, აი, ჩემი არგვეთი,
აქ მე რომ არ მიმიღოს, – ქვაც არ გდია არც ერთი.
ველი გადახნულია, ჰყვავის აკაციები, აქაც გაზაფხულია, ხარობს აქაც იები.
მივდივარ და მომდევენ გვერდით აკაციები; ვხედავ:
იქაც იები, ვხედავ: აქაც იები.
ცაო, შენი ბრალია, მიწას რომ არ აჩნია, ჩემი პატარაობის მკრთალი ნაფეხურები; ცად გაშლილო ჯეჯილო!
ცავ, ჯეჯილად გაშლილო! ვერა!
მე ვერ გავძღები საქართველოს ყურებით.
ცოტა დამრჩა მანძილი, მუხლი მიჭრის ვაჟურად! გამარჯობა, იზვარა! გამარჯობა, ლაშურა!
1946