ელისავეტა ბაგრიანა – Елисавета Багряна - გულის სეისმოგრაფი აი, შენ ხედავ ადამიანს,
იგი, პეწიანად ჩაცმულ-დახურული
თვალთა შენთა წინაშე
მიმოდის, საქმიანობს, ლაპარაკობს,
მოგზაურობს, კითხულობს...
თვით კი:
შეუღწევია,
წაუკითხავია.
რომელი ხელსაწყოთი გინდა გამოიცნო შენ სული მისი?
რომელი მექანიკით გინდა შეაღწიო შენ მისი ოცნების ცაში?
რანაირად გინდა შეამჩნიო შენ ფიქრთა მისთა მეტეორნი?
როგორ უნდა აღრიცხო
იმედთა მისთა აღმობრწყინება?
ვნებათა მისთა მოვანება?
გლოვათა მისთა დაბნელება?
გულგატეხილობის მისის სიღრმე?
როგორ გინდა გაზომო
სასოწარკვეთილების ის კატასტროფული მოზღვავება,
რომელიც ანგრევს ნაპირებს მოთმინებისას,
გლეჯს ნერვების მავთულებს
და ახრჩობს ხოლმე თვისსავე სისხლში
ადამიანის გულს – უნუგეშოს?