ზიმბაბველი გმირები და სტატუსშეჩერებული სტუდენტები ზიმბაბვეში ბრიტანელების მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ არსებული ცნობების საპირისპიროდ, სოფლებში უამრავი გონიერი ადამიანი ცხოვრობს, პენსიაზე და შვებულებაში გასული მასწავლებლები, არდადეგებზე მყოფი ბავშვები, მოხუცები.
სწორედ ამ კვლევის პარალელურად, იქ მყოფმა,დღეისთვის უკვე ნობელის პრემიის ლაურეატმა,მწერალმა დორის ლესინგმა საკუთარი გამოკითხვის გაკეთება სცადა. მასაინტერესებდა გაეგო რისი წაკითხვა სურდა ხალხს. შედეგი შვედეთში ჩატარებულ კვლევას დაემთხვა,. “ადამიანებს იმავე წიგნების წაკითხვა უნდოდათ, რაც ევროპაში - რომანი, სამეცნიერო ფანტასტიკა, პოეზია, დეტექტივი, პიესები, შექსპირის ნაწარმოებები, ხოლო თვით შემოქმედებითი გამოცემები, როგორიცაა, ვთქვათ, როგორ გავხსნათ საბანკო ანგარიში, სიის ბოლოში მოხვდნენ”.
დღეს საქართველოში, ბიბლიოთეკები, ცალკეული ორგანიზაციები და უბრალოდ, სხვადასხვა პროფესიის მოქალაქეები ხშირად აწარმოებენ მსგავს გამოკითხვას, რისი წაკითხვა სურთ მაგალითად მთიან სოფლებში, რაიონულ ცენტრებში, ციხეებში, დევნილთა დასახლებებში.
პროცესი ორგანიზებულია, კონკრეტულ ადგილას გამოცემებს უყრიან თავს, ფუთავენ და ტრანსპორტით ადრესატამდე მიაქვთ. ბოლო დროს სუპერმარკეტებში და ბენზინგასამართსადგურებშიც კი ნახავთ ყუთებს, სადაც წიგნები გროვდება. ასევე ბოლო დროის პროექტია -“მოხეტიალე წიგნებიც”. სულ ახლახანს ვნახეთ რიგები წიგნის მაღაზიებთან.რამდენიმე დღის წინ კი საქართველოს უახელს ისტორიაში პირველად, ერთ-ერთმა გამომცემლობამ ქართველი ავტორის რეკორდული ტირაჟი დასტამბა.
რა პროცესთან გვაქვს საქმე? ნიშნავს თუ არა წიგნის კითხვა განათლებას? და არის თუ არა ზემოთ ხსენებული ოპტიმისტური აქტივობები პროპორციული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებისა.
განათლების სისტემა ყველაზე რთული, ყველაზე მაღალბიუჯეტიანი და სტრატეგიული მნიშვნელობის ორგანოა. ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს!
ცხადია, ნებისმიერ ადამიანს კარგად აქვს გაცნობიერებული თემის სპეციფიურობა და მასშტაბი. განათლების სისტემის ნაწილია სკოლები, სკოლები დედაქალაქში, რაიონებში, სოფლებში. ინფრანსტრუქტურა ამ სკოლებში. პედაგოგების გადამზადება, პროგრამის შედგენა. სასწავლო პროგრამის განახლება, სახელმძღვანელოები. მოსწავლეთა უსაფრთხოება, ატლასები, გლობუსები, დაფები,კომპიუტერები, საკვები ობიექტები. საპირფარეშოები, საპირფარეშოში თამბაქოს ნამწვავების პოვნა. უფროსკლასელებში ცელქი გოგო-ბიჭების კონტროლი.. პირველი კოცნა. მშობლები, თათბირები.. ბოლოზარი.
შემდეგ უმაღლესი სასწავლებლების მენეჯმენტი. ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება და თაკარამზეში გონების დაკარგვამდე მდგარი გულშემატკივრთა არმია.
თუმცა, როგორც ირკვევა უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სტუდენტობა სწავლის ბოლომდე გარანტირებულია.
2012-2014 წლებში, 62 უმაღლეს სასწავლებელში სტუდენტის სტატუსი 42 395 სტუდენტმა შეიჩერა.
რატომ ამბობს სტუდენტობაზე უარს ახალაგაზრდა, რომელმაც საკმაოდ დიდი ენერგია და ინვესტიცია ჩადო ამ სტატუსისთვის? იქნებ იმიტომ, რომ 17 წლის ასაკში ნაადრევია არჩევანის გაკეთება და ნათესავების გახარებაც ილუზიური. იქნებ ძვირია სწავლის გადასახადი, ქვეყანის ეკონომიკური ფონი კი არასტაბილური. იქნებ სტუდენტებს ოჯახები ჰყავთ სარჩენი, ბინის ქირა გადასახდელი, - შესაბამისად მუშაობენ დღის მანძილზე.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინფორმაციით, ფინანსური დავალიანების გამო დღეის მდგომარეობით სტატუსი 11 000 სტუდენტს აქვს შეჩერებული. თუმცა, მისივე განმარტებით, ეს ციფრი არ ემთხვევა სტუდენტთა იმ რაოდენობას, რომელთაც სტუდენტის სტატუსი იმიტომ შეუჩერდათ, რომ რეალურად არ აქვთ სწავლის გადასახადის დაფარვის შესაძლებლობა.
11 000 სტატუსშეჩერებულ სტუდენტში გარკვეული ნაწილია იმ სტუდენტების, რომელთაც 100% გრანტი აქვთ მოპოვებული და მიზეზად მაინც ფინანსური დავალიანება აქვთ მითითებული. ასევე, არიან სტუდენტები, რომელთაც 100%–იანი გრანტის ვადა (4 წელი) ამოეწურათ, ვერ დააგროვეს საჭირო კრედიტები და ახლა დამატებითი საგნების აღება უწევთ. გვხვდებიან ისეთი სტუდენტებიც, რომლებსაც 10, 20, 30, 100 ლარი აქვთ დავალიანება. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ასეთი სტუდენტები, სავარაუდოდ, შეგნებულად იჩერებენ სტატუსს.
სად მიდიან სტატუსშეჩერებული სტუდენტები? ვფიქრობ ამ მიმართულებით ბევრია სამუშაო. დეტალური კვლევა გარდაუვალია. თითოეულ მათგანს პირადად უნდა ჰკითხონ მიზეზი. ჩვენ ვალდებულები ვართ ეს მიზეზები ვიცოდეთ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე კონკურსების ბმულზე შევედი: განსაკუთრებით რამდენიმე სახელწოდება დამამახსოვრდა: მათემატიკური კონკურსი “იმედი ხვალის-2014”, „მე–ომბუდსმენი 2014“. ერთიც ძველი „არჩევანი შენზეა-2012“. და ბოლო ციტატა: განათლების სამინისტრო სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს - „ვუმღერ სამშობლოს“ აცხადებს.
ცხადია, ადამიანს თუ კითხვის სწავლა უნდა, დაკონსერვებული ხილის თუნუქის კოლოფებზე მიკრული ეტიკეტებიდანაც ისწავლის. მაგრამ ერთია კითხვის ცოდნა, და მეორე ღირებულებების გააზრება, რაც სამოქალაქო კულტურას,ჩვენ ქცევას და ცხოვრების ხარისხს განსაზღვრავს. ნიშნავს თუ არა “ვუმღერ სამშობლოს”, სამშობლოს სიყვარულს, რა არის სამშობლო? და რა არის სიყვარული? როდის ასწავლიან ჩვენს შვილებს იმას, რაც ჩვენ არ გვასწავლეს, როდის ეტყვიან, რომ იმ ჯადოსნურ წიგნში სადაც გულისწასვლამდე გამიჯნურებული ტარიელის, ნესტანის და სხვათა ამბებია მოყოლილი, მთავრი სულ სხვა რამეა. ეს ტექსტი გნებავთ მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ ან ბოლოდან წინ წაიკითხეთ -მთავარი მაინც ერთია: ვეფხისტყაოსანი სამყაროს დაპყრობაა, რადგან არსად სხვაგან არ გვხვდება ისლამური ესთეტიკის და ქრისტიანული მორალის ასეთი ჰარმონიული ფიუჟენი. სპარსულ-ინდური ორნამენტებით ქართულად დაწერილი. ეს ტექსტი შესაძლოა