წინასიტყვაობა
ნელა კვდებოდა ჩემი ძაღლი, ტანჯვით კვდებოდა,
ათრთოლებული მიყურებდა საწყლად ქვემოდან.
ვერცხლის ნიჩბებით გავუთხარე საფლავი იქვე,
იმ სამარეში ოქროს ჯაჭვით ჩავუშვი პირქვე,
და ეს სიტყვები მივაყოლე ჯაჭვის ყოველ რგოლს:
„რაც ვერ მოგეცი, კარგო ძაღლო, გაღმა მოგეგოს“.
ხალხური სიმღერა
მათაც იცოდნენ, რომ ტკივილი კაცთა ხვედრია -
იმ ოსტატებმა, რომ ხატავდნენ ურვას და ტანჯვას...
და იმ ხალხს, ვინაც სხვის ტანჯვის მიმართ გულგრილი დარჩა,
და მათ ამაო ფუსფუსსა თუ უქმად ხეტიალს.
უ. ჰ. ოდენი „Musée des Beaux Arts“
„არა, სულაც არ არის ცუდი“.
„შარპის“ ბურღულეულის პროფესორი