სამადლობელი
მადლობა ევას, ჩვენს პირველ დედას, იმიტომ, რომ ვაშლი შეჭამა.
მადლობა ადამს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა ევას.
მადლობა ბებიაჩემს, ესპერანსას, იმიტომ, რომ დედაჩემი გააჩინა.
მადლობა იგნასიოს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა ბებიას.
მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ გამაჩინა.
მადლობა დავითს, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა დედას.
მადლობა დედაჩემს, იმიტომ, რომ ჩემი და გააჩინა.
მადლობა სერგეის, იმიტომ, რომ მონაწილეობდა.
განსაკუთრებული მადლობა დედას.
მადლობა ჩემს ლიტერატურის მასწავლებელს. ერთხელ, როცა ავად ვიყავი, ქათმის ბულიონი მომიტანა. ხანდახან მურაბაც მოჰქონდა კლასში. ჩვენ ვჭამდით მურაბას და ძალიან ბედნიერები ვიყავით. როცა თემას ვწერდი, ის ყოველთვის ხუთიანს მიწერდა, როცა არ ვწერდი ორიანს.
მადლობა სერგეის ჩემი პირველი ტექსტების რედაქტირებისა და გამოცემისთვის.
განსაკუთრებული მადლობა ლიტერატურის მასწავლებელს მურაბისათვის.
მადლობა ჩემს ცოლებს, იმიტომ, რომ იყვნენ.
მადლობა ჩემს გოგონებს, იმიტომ, რომ იყვნენ და არიან.
განსაკუთრებული მადლობა ჩემს გოგონებს. მადლობა ყველა ქალს, შვილიშვილსა და ბებიას, ახალგაზრდას და მოხუცს, ლამაზსა და ულამაზოს.
მადლობა მამაკაცებს.
განსაკუთრებული მადლობა მამაკაცებს მონაწილეობისათვის.
კიდევ ერთხელ, მადლობა დედას.