სამშობლოსათვის წამებული
გ2007 წელს საქართველოს საპატრიარქომ დიმიტრი ყიფიანი, საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური, წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ დადგინდა 26 აპრილი (ახ. სტ.) / 13 აპრილი (ძვ. სტ.). წმინდა დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა ყველა ქართველისათვის მისაბაძი მაგალითია. „ოღონდ ჩემ სამშობლოს გამოადგეს ჩემი სიკვდილი თუ სიცოცხლე, ყველაფერზე მზად ვარ“, - ამბობდა ის. მართლაც, დიმიტრი ყიფიანის მოწამებრივმა სიკვდილმა ქართველი ერი გამოაფხიზლა. სხვა ქართველ წმინდანებთან ერთად საქართველოს იმედის ხატს დიმიტრი ყიფიანიც ამშვენეს.