კოკა არჩვაძე - COM.ისია
– თქვენ! – თქვა ჰერ ბრუნომ მშვიდი ხმით და დადო ჩანგალი.
ამავე ნაწარმოებიდან
არც ვიცოდი, სქელი ჩინელები თუ არსებობენ. ერთი ქალი არ წამოიყვანეს ამ ქოსა სირებმა. ნუ, ეს თუ ქალია; სქელი, უტვინო, წრიპინებს რაღაცას და ეს ულვაშები, ღმერთო, ეს ულვაშები! აკუპუნქტურის სპეციალისტია, მთელი ჩვენი სტერილური კიდობანი დაიარება პროცედურებზე, ქოსებიც დადიან, მე და მიშელი არ დავდივართ მხოლოდ. არა, ერთი ქალი როგორ არ წამოიყვანეს, ამათ შიგ ხომ არა აქვთ? ასე თუ გაგრძელდა, მიშელს გავჟიმავ. თვითონაც არ უნდა იყოს უარზე. მგონი.
2007 წლის ნოემბრის წვიმიან დილას სანზონაში მდებარე ერთ-ერთი არაფრითგამორჩეული კორპუსის სადარბაზოდან ფეხი გამოდგა პირდაუბანელმა და ნაბახუსევმა მოქალაქე ა-მ. ქალაქის ცენტრში მას ორი მეგობარი ელოდა. მათ გადაწყვიტეს, ნაბახუსევი ა, საკუთარი გამოთქმით, „პახმელიაზე გამოეყვანათ“, რის შემდეგაც თავად სამსახურებში წასვლას გეგმავდნენ. სწორედ მათ სანახავად მიემართებოდა უსაქმური მოქალაქე ა.
ნაბახუსევი ა თავის ლუდს წრუპავდა, ორმა კი უკვე მოათავა თავ-თავიანთი ყავა-ნაბეღლავი და აშკარა იყო – დაშლის დროა. ფეხზე რომ წამოდგნენ, ა ქურთუკს იცვამდა და ამ დროს ოდნავი აქცენტით ნათქვამი გაიგო:
– ლუდს კიდევ ხომ არ მიირთმევთ, კხხმაწვილო?
გვერდითა მაგიდიდან ცივი, ჩრდილო-ევროპული სახის შუა ხნის კაცი მიმართავდა.
ნაბახუსევმა ა-მ კი გაიფიქრა სექშუალ ჰარასმენტ-ო და ონ დე უორკ პლეის-ო, ისიც მიამატა გუნებაში, თუმცა, ძველმა ქართულმა სენმა, უცხოელებისადმი ინტერესმაც, იჩინა თავი. მეგობრები გაკვირვებული სახეებით შესცქეროდნენ.
– წადით თქვენ, მე კიდე დავლევ ცოტას, ვერ ვარ რაღაც.
ა-ს მეგობრებმა გასასვლელს მიაშურეს.
კი ვიფიქრე, პიდარასტია ეს ჩემისა-მეთქი, მარა სიცივეში გასვლაც არ მინდოდა და მაგის დედაც მოვტყან, იქვე ხომ არ დამიწყებდა ჩალიჩს?
ცნობისმოყვარე ა გულმოდგინედ ათვალიერებდა უცნობს; ცივი, არაფრისმთქმელი კავკასოიდური სახე, რუხი პიჯაკი, ვერცხლისფერი საათი.
– ესე იგი, სვამთ? – თქვა რუხმა პიჯაკმა და გაიღიმა.
– დიახ, – ა ლუდს იყუდებდა და კათხის მიღმა უცნობის სახეს ხედავდა. წინ იყურებოდა ანუ.
– რას იტყვით, სამართლიანად მიიღო ჯილდო ჩეხმა?
– უკაცრავად?
– ნობელი...
– აა... დიდი ხანია, დროა. მე მეშინოდა, ისევ ვინმე გააფთრებულ ჩათლაშკას არ მისცენ-მეთქი. კონიუნქტურა, ბალანსი, ჯანდაბა მაგათ.
უცნობმა გულიანად გაიცინა და რაღაცნაირად ოდნავ თავიც დაუკრა, თითქოს თანხმობის ნიშნად.
– უბრალოდ მესმოდა თქვენს მეგობრებთან წიგნებზე რომ საუბრობდით. მგონი, კოელიოს ურჩევდით?
– დიახ. დავცინოდი. არ სწყინთ. სამაგიეროდ ფული აქვთ, – გაიღიმა კვლავაც ცნობისმოყვარე ა-მ.
– მენეჯერები. მესმის.
მომდევნო საუბარიც ლიტერატურის გარშემო დატრიალდა. უცნობმა საკმაოდ ღრმა ცოდნა გამოავლინა და ლაპარაკ-ლაპარაკში, ნაბახუსევიდან გამომავალ ა-ს კიდევ ოთხი კათხა გამოაცლევინა.
შეხვედრაზე მორიგდნენ. ნომრები გაცვალეს.
– მეგობარმა საფრანგეთიდან ძვირფასი ღვინო გამომიგზავნა, შევხმიანდეთ და გავჭკხლიტოთ, – თქვა უცნობმა და ა-ს თვალი ჩაუკრა.
„ეს „გავჭკხლიტოთ“ რაღა იყო? სტრანნი ტიპია ბზშ“, – გაიფიქრა ა-მ. ხმამაღლა კი იკითხა:
– თქვენ ფრანგი ხართ? უფრო გერმანელს მიგამსგავსეთ გარეგნულად.
– დიახ, გერმანელი... უფრო გერმანელი, ვიდრე ფრანგი. – მიუგო უცნობმა და ხელი ჩამოართვა დაეჭვებულ ა-ს.
NorthAmerica says: ადამიანები ხშირად ერთმანეთს ხოცავენ.
NorthAmerica says: მხოლოდ იმისათვის, რომ საკუთარი
სიცხადის შეგრძნებაში განმტკიცდნენ.
ჩრდილოეთ-ამერიკის ქვეყნების კომისარი.
ორ დღეში დამირეკა, ამის „უფრო გერმანელი“ კეთილები რომ მოვტყან. თურმე პლეხანოვზე ცხოვრობს, ეს ჩათლახი, პასტერზე. მე კიდე, რვა თაობა თბილისელი კაცი, სანზონაში უნდა ვიყო გადაბარგებული. ფუ ბლიად.
მესამე სართულზე ბინადრობდა უცნობი, „ბრუნო, ბრუნო ფონ ენდებოტე“ როგორც წარუდგინა მან თავი ა-ს. ა ცოცხლად აუყვა სართულებს და ზარის დარეკვა ვერ მოასწრო, როდესაც კარებში ჰერ ბრუნო გამოჩნდა და შინ შეიპატიჟა.
ღვინო მართლაც მშვენიერი გამოდგა, მერლოს და კაბერნეს კუპაჟი, სასიამოვნოდ თავბრუსდამხვევი. „Ни то что ваши Саперави“, – გაიფიქრა შეზარხოშებულმა ა-მ. ამ დროს ჰერ ბრუნომ მას სასხვათაშორისო ტონით მიმართა:
– რა ორი სიტკხვით აღწერდით ადამიანის არსებობას, ნებისმიერი ადამიანისას, საერთოდ კაცობრიობისას?
– ერთითაც შევძლებ, – მიუგო ჰერ ბრუნოს მღეჭავმა ა-მ.
– რომლით, თუ საიდუმლო არ არის?
– ამაოება.
– დიახ. დიახ. რაღაც მსგავსი. თუმცა მე ორი სიტკხვით მგონი უფრო ზუსტად გამომდის – შიში და ტკივილი. ეს