შესავალი „საქართველოს იმედის“ ხატზე ყოვლადწმინდა სამების მარჯვნივ და მარცხნივ ქერუბიმი და სერაფიმი არიან გამოსახულნი, ხოლო ხატის ზედა, ჰორიზონტალურ ზოლში - უფლის მთავარანგელოზნი.
ვინ არიან ანგელოზები? რა არის ჩვენთვის ცნობილი მათზე? როგორ და როდის წარმოიშვნენ, ყველას ერთნაირი ბუნება მიენიჭა თუ არა და როგორია იგი, რისთვის არიან მოწოდებულნი და როგორ არსებობენ?
ამ კითხვებზე პასუხს წმინდა მამათა სწავლებებსა და წმინდათა ცხოვრებებში ვპოულობთ.
წინამდებარე წიგნი უფლის ანგელოზებს ეხება.