ქართულ საეკლესიო გალობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვარგარეთულ სულიერ კერებში(საბაწმინდის მონასტერში, სინას მთაზე, ტაო-კლარჯეთში, ათონის მთაზე და ა.შ.).
წმინდა საბა განწმედილის (+532წ.) ანდერძის თანახმად, ქართველები VI საუკუნის დასაწყისში წირვა-ლოცვას (ცხადია, გალობითურთ) მშობლიურ ენაზე აღასრულებდნენ.ამ პერიოდიდან მოყოლებული, ქართული ეკლესიის წიაღში წინაპართა სულიერი კულტურის მრავალრიცხოვანი მონაპოვარი დაუნჯდა, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეულიძველი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებულები, რომლებიც მიეკუთვნება ადრებიზანტიური პერიოდის (VI-VII ს.ს.), საბაწმინდური (VIII-IX ს.ს.), ტაო-კლარჯეთის (IX-X ს.ს.),ათონის მთის (XI ს-დან) და ა.შ. ქართული სამონასტრო სკოლების მოღვაწეობის ხანას.
უძველესი ლიტურგიკულ-ჰიმნოგრაფიული კრებული, რომელშიც ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების საწყისი ეტაპია წარმოდგენილი, იერუსალიმური ლექციონარია.იგი ასახავს იერუსალიმური ღვთისმსახურების სურათს V საუკუნის II ნახევრიდან VIII საუკუნის შუა წლებამდე. ნუსხებიდან უმნიშვნელოვანესია „ქართული ხანმეტი ლექციონარის“ფრაგმენტი და „იერუსალიმური ლექციონარი VII საუკუნისა“. ეს უკანასკნელი ქრისტეს საფლავის ეკლესიის სამრევლო ღვთისმსახურების განგებას წარმოადგენს.
`ხანმეტ ლექციონარში“ ჰიმნოგრაფიული მასალა წარმოდგენილია მხოლოდ ფსალმუნური გალობით და რამდენიმე ისეთი საგალობლით, რომლებიც ღვთისმსახურებაშიგალობათა უძველეს ფენას შეადგენს. კრებულში დასტურდება გალობის უძველესი ფორმა - რესპონსორული ფსალმოდია, რაც მგალობლისა და მრევლის მონაცვლეობითგალობას გულისხმობს.
VII საუკუნის იერუსალიმურ ლექციონარში ასახულია გალობის ფორმების განვითარება, კერძოდ, რესპონსორულიდან ანტიფონურ გალობაზე გადასვლა (ხელნაწერშიანტიფონური გალობის აღმნიშვნელი ქართული ტერმინია „ხმათა მიმოგდებით“). ნიშანდობლივია დღესასწაულთა განგებების გამდიდრება ახალი პოეტური საგალობლებით,შუაღამის დასდებლებით და ჟამისწირვის მონოსტროფული ჰიმნებით. ამას მუსიკალურ-ლიტურგიკულ ტერმინთა სიმრავლე მოწმობს. ზოგიერთი მათგანი ზოგადი ხასიათისაა დამიუთითებს საგალობლებზე, რომლებშიც ამა თუ იმ დღესასწაულის ძირითადი თემაა გადმოცემული: „ოხითაი“ „იბაკო“; ზოგიერთი მიანიშნებს ადგილს, რომელიც მათღვთისმსახურებაში განეკუთვნება: „განიცადე“, „ერის განტევებაი“, „სტიქარონი“, „წარდგომა“, „ხელთბანისაი“; ან ადგილს, რომელიც მათ რთული კომპოზიციის ჰიმნებში(სტიქარონებში, გალობანში და ა.შ.) უკავიათ: მაგალითად, „დასდებელი“ (იგი აღნიშნავს საგალობელს, რომელიც ერთვის რთული კომპოზიციის ჰიმნის ძირითად „მუხლებს“);რიგი ტერმინებისა საგალობლის საწყის სიტყვებს წარმოადგენს: „ალილუია“, „აღავსე“, „დიდებაი მაღალთაით“, „უფალო ღაღადყავი“, „და ღირსმყვენი“ და ა.შ. ხელნაწერშიმითითებულია, თუ რომელ ხმაზე იგალობება ესა თუ ის საგალობელი. ჩანს, რომ ამ დროისათვის ქართველ ჰიმნოგრაფებს ბერძნული საღვთისმსახურო პრაქტიკიდან უკვეშეთვისებული ჰქონდათ „პმეანი გალობის“, ანუ საგალობლების რვა ხმაზე გაწყობის წესი, რომელიც სათავეს V-VI საუკუნეებიდან იღებს. შეტანილია ქართველ წმინდანთახსენებები: კოზმასი, კათოლიკოსისა პამასი, „ყოველთა წმიდათაი“ (რომლებიც ქართლში მოწამებრივად აღესრულნენ) და მცხეთის ჯვრის დღესასწაული.