ალხი და ხელისუფალინიკო და სიკო მეგობრობაში შეაბერდნენ ერთმანეთს. რა აღარ უნახავთ ცხოვრებაში, ბევრი რამ კი საკუთარ ტყავზეც გამოუცდიათ. ამიტომ თითქოსგაკვირვების გრძნობაც დაკარგეს, მაგრამ მაინც გაჰკრავთ ეჭვის ჭია, იქნებ და რაღაც სხვანაირად არის.
ახლაც მიჯდომიან ახალი წლიდან შემორჩენილ მცირე სუფრას, პატარა ჭიქებით წრუპავენ ღვინოს და წარსულს იგონებენ. ცალი თვალი და ყურიტელევიზორისკენ გაურბით, იქნებ საინტერესო რამე ითქვასო.
- შეხედე, კაცო, ეს ბიჭები როგორ მსგავსად მსჯელობენ, - აღნიშნა სიკომ და ნიკოს ყურადღება მიაპყრო ტელეგადაცემას, სადაც დიქტორი უმრავლესობისდა უმცირესობის წარმომადგენლებს აპაექრებდა.
- თქვენ ხალხი მოატყუეთ ცრუ დაპირებებით და ახლა გაურბიხართ მათ შესრულებას – საყვედურობს ოპოზიციონერი. ჩვენ რასაც ვპირდებოდით ხალხს, ესრეალურ გათვლებზე იყო გაანგარიშებული.
- თქვენ ამდენი წელი ატყუებდით ხალხს. ვინ გიშლიდათ კეთილი საქმის შესრულებას. ხალხი ბრძენია და იცის, რომ დღეს თუ არა ხვალ ყველა სურვილიშეუსრულდება. – ბრძანებს უმრავლესობის წარმომადგენელი.
- ხალხი მართლაც ბრძენია და მალე მიხვდება, რომ ჩვენთვის უნდა დაეჭირა მხარი. ჩვენ კარგად ვიცით მათი სატკივარი და ხელისუფლებაში დაბრუნებისშემთხვევაში გაცილებით მეტს გავუკეთებთ, ვიდრე გუშინ ვპირდებოდით. – არ ცხრება ოპოზიციონერი.
- ხალხის მოთხოვნა და სურვილი ჩვენთვის გადამწყვეტია და კიდევ ისაა მთავარი, რომ მხარი ავუბათ მათ გამოწვევებს.
- ამათი შემხედვარე, ხალხი ჩოგბურთის ბურთი გეგონება – გადაუგდე-გადმოგიგდებს. – შენიშნა სიკომ.
- შენ ცოტა აურიე, აი! ვირის აბანო ხომ არ მოგენატრა? – გაცხარდა ნიკო.
- რას მაშინებ, ხომ გაგიგია ხალხი ციხეშიაო.
- ხოდა, რომ ჩაგსვამენ, მერე დაადგინე გარეთა ხალხი ჯობია, თუ შიგნითა.
- ისე, მეც რა ამ ბიჭების მსჯელობა გამიკვირდა, ყოველთვის არ ხდებოდა აპელირება ხალხზე! ხალხის ხელისუფლებაო, ხალხის სამსახურში ყოფნაო .... –მოლბა სიკო.
- გახსოვს კომუნისტების ლოზუნგი: “ დეპუტატი ხალხის მსახურია ” . – გაიხსენა ნიკომ.
- ვა, კაცო, მაინც როგორ ხდება, რომ ამ ბრძენი ხალხის მიერ არჩეული დეპუტატები ათასგვარ სანქციას იგონებენ მათსავე წინააღმდეგ. სანქციები ეხებაგადასახადების გადაუხდელობას, უბილეთო მგზავრობას, ქუჩაში გადასვლას, სიგარეტის მოწევას და ათას მსხვილმანს თუ წვრილმანს.
- ეგ ლავუაზიეს კანონია, ჩემო სიკო.
- კომუნისტებიც, ფაშისტებიც ხალხის წამყვან როლზე ლაპარაკობდნენ და ამიტომაც აწყობდნენ ხალხმრავალ ზეიმებს მასების როლის საჩვენებლად.
- მაინც როგორ ხდება ხალხის აზრის გათვალისწინება, როცა ხელისუფალი ტრიბუნიდან მოძღვრავს აუდიტორიას და მეორე მხრიდან მხოლოდ ტაშითპასუხობენ? – ისევ აამღვრია წყალი სიკომ.
- სწორედ ეს ტაშია ხალხის აზრი, სურვილი და გამოწვევა – პასუხობს ნიკო და იხსენებს ილიას გამონათქვამს: ქვეყანაზედ ზოგი იმისთანა საგანია, თუ არდაინახე, ვერ ირწმუნებ, და ზოგიც იმისთანაა, თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ.
- გამოდის, რომ ტაში ხელისუფალს ზოგ რამეში დაარწმუნებს, ზოგს დაანახვებს და ისიც შესატყვისად იმოქმედებს.
ეს შესატყვისი ქმედება ხშირად ძალიან ეშმაკურია. აქ ნიკომ გაიხსენა ამბავი, თუ როგორ დაარქვეს უპატრონო ბავშვთა სახლს მაქსიმ გორკის სახელი.ბავშვებს მოუყვნენ ორი ცნობილი ადამიანის – პუშკინის და გორკის ცხოვრებისეული პერიპეტიების შესახებ. პუშკინზე საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ ისიზრდებოდა შეძლებულ ოჯახში, სწავლობდა გამორჩეულ ლიცეუმში და ასე შემდეგ. გორკის ბიოგრაფიიდან გაიხსენეს მომენტები, როცა მას ლუკმა-პურისსაშოვნელად უხდებოდა ხეტიალი სხვადასხვა კუთხეში, მძიმე შრომა და მათხოვრობაც კი. ამის შემდეგ ბავშვებს შესთავაზეს არჩევანის გაკეთება პუშკინსა დაგორკის შორის, თუ ვისი სახელობის იქნებოდა ბავშვთა სახლი. ბავშვებმა კარგად დაინახეს მსგავსება გორკის ბიოგრაფიასა და საკუთარ ცხოვრებას შორის დაერთხმად აირჩიეს ეს უკანასკნელი.
- როცა ხალხი მონაწილეობს პროცესში, მაშინ უჩნდება მნიშვნელობის განცდა. – თქვა სიკომ.
- ეს ძალიან გავს ” შოფრისა ” და ” ხაზეინის ” ძველ ამბავს. – გაიხსენა ნიკომ: მაშინა ჩემია, ოღონდ ხაზეინისაა. რულს საითაც მინდა იქით მივატრიალებ,ოღონდ ხაზეინი მეუბნება აქეთ მოატრიალე, იქეთ მიატრიალეო.
- ჩვენ გვინდა თუ არა, მაინც ვაქცევთ სხვების აზრს ყურადღებას.
- რა თქმა უნდა. მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ფრაზა: რას იტყვის ხალხი! მართლაც, ადამიანებს პანიკურად ეშინიათ, თუ რას იტყვისმეზობელი, თანამშრომელი, ქუჩაში გამვლელ-გამომვლელი.
- ეშინიათ იმიტომ, რომ დაგიყრიან ჭორს და მერე ამტკიცე ასე არააო.
ნიკომ და სიკომ კიდევ ბევრი იფილოსოფოსეს, საუბარში დროც მოკლეს და თითქოს დასმულ კითხვებსაც პასუხი გასცეს. სიკომ მაინც არ მოისვენა დახელახლა იკითხა: მაინც როგორ ითვალისწინებს ხელისუფალი ხალხის აზრს, მარტო ტაშის დაკვრაზე დაკვირვებით?
- ამისთვის არსებობს სოციოლოგიური გამოკითხვები, განცხადებების ანალიზი და სხვ. – განმარტა ნიკომ.
- მერე, რომ ამბობენ, ამდენი განცხადება დავწერე და პასუხი არ მიმიღიაო, ანდა სოციოლოგიური გამოკვლევები მიკერძოებულიაო.
- ჩემო სიკო, მორწმუნეს და ურწმუნოს რა გამოლევს, მაგრამ მთავარია საქმე ისე წარმოადგინო რომ ეჭვი არ ჩნდებოდეს.
- მერედა როგორ უნდა მოახერხო ეს?
- სწორედ ამის დიდოსტატი იყო დეიდა მარო. ის არასოდეს არ იტყოდა მე ასე მსურსო, ასე გააკეთეთო. ყოველთვის ამბობდა, ეს საქმე ასე უკეთესად გამოვა;ოთახი დავალაგოთ, საჭმელი გავაკეთოთ, გაკვეთილები ვისწავლოთ, ბაზარში წავიდეთ. ყველამ იცოდა, თუ რომელი საქმე ვის ეხებოდა და ისიც იწყებდაშესრულებას. მას არ ყავდა მომდურავი არც მეზობლებში, არც ახლობლებში. მას ერთნაირად აფასებდნენ როგორც საკუთარი, ისე ქმრის ნათესავები.
დეიდა მარომ ჩათვალა, რომ პავლეს მიერ მეუღლედ არჩევის შემდეგ მან მიღო ეს უფლება-მოვალეობები, რასაც პირნათლად ასრულებდა.
მას არ უჭირდა გადაწყვეტილების მიღება, რაშიც ბუნებრივი ნიჭი და ცხოვრებისეული გამოცდილება ეხმარებოდა. მაგრამ ზოგჯერ დგებოდა კრიტიკულისიტუაცია, როცა არ ჰქონდა მზა პასუხი. სწორედ ამ დროს გაისმოდა უმნიშვნელოვანესი ფრაზა: პავლეს უნდა ვკითხო.
გარკვეული დროის შემდეგ მოპასუხე იღებდა ამომწურავ პასუხს: პავლე თანახმაა ან პავლე წინააღმდეგია.
- იქნებ მართლა ეკითხებოდა დეიდა მარო პავლეს? – ჩაიქირქილა სიკომ.
- შენ ჭკვიანი კაცი ხარ და ამ მაგალითზე არ გაგიჭირდება მიხვედრა. კეთილშობილი ძია პავლე გარდაიცვალა და დეიდა მარო რამოდენიმე წელიაგრძელებდა ჩვეულ საქმიანობას. ერთ დღესაც ისევ დადგა მომენტი, როცა არ ჰქონდა მზა პასუხი. კვლავ გაისმა მისი უდრტვინველი კილო: პავლეს უნდავკითხო.
ახლობლები ჯერ შეშფოთდნენ, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ რაშიც იყო საქმე. უცხოებმა იფიქრეს, ალბათ წარმოდგენით უკავშირდება მეუღლესო. მარტოდდარჩენილ დეიდა მაროს კი ჩაეცინა: ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო.
ნიკოს და სიკოს ყურადღება ისევ მიიპყრო ტელევიზიით გამომსვლელმა. იგი ჩვეული რიხით მოგვმართავდა: - ჩვენი ყოველი მოქმედება ხალხისმოთხოვნითაა ნაკარნახევი. ჩვენ ყურს ვუგდებთ მათ მაჯისცემას და ვახდენთ შესატყვის რეაგირებას. ვინმეს სამართალში მიცემა თუ თანამდებობაზე დანიშვნახალხის ნება-სურვილით ხდება....
- მაგარია, ჰა! – წამოცდა სიკოს.
- ე.ი. უკვე ჰკითხეს პავლეს და მიიღეს მისგან პასუხი. – დაასკვნა ნიკომ.
- სწორად ყოფილა ეკლესიასტეში: დროება მოდის, დროება მიდის, ყველაფერი იგივე რჩება.
- ძირითადად ასეა, თუმცა რაღაც იცვლება, რაც ასე შეიძლება გამოიხატოს:
პავლე ისევ პავლედ რჩება,
მარო დაროთი იცვლება.