იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
ნომინანტები 2017
/
პოეზია
/
რომაული ლირიკის მწვერვალები
რომაული ლირიკის მწვერვალები
კრებული
2016 წელი |
ლოგოსი
ნომინანტები 2017
|
პოეზია
3,832
ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.9
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რომაული ანუ ძველი ლათინურენოვანი ლირიკა ბერძნულის გავლენით შეიქმნა, შეიძლება ითქვას, მის თარგზეა მოჭრილი, მაგრამ სხვა ლიტერატურული ჟანრებისგან განსხვავებით, არაფრით ჩამოუვარდება, რიგ შემთხვევაში აღემატება კიდეც ბერძნულს. წინამდებარე წიგნში შესულია შემდეგი რომაელი ლირიკოსების ლექსები და ბიოგრაფიები: გაიუს ვალერიუს კატულუსი, პუბლიუს ვერგლიუს მარონი, კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი, ალბიუს ტიბულუსი, სექსტუს პროპეციუსი, პუბლიუს ოვედიუს ნაზონი, მარკუს ვალერიუს მარციალისი. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი, წინათქმები და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა. წიგნში გამოყენებულია პაბლო პიკასოს ილუსტრაციები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
თავსატეხები
კრებული
1.99
ყიდვა
ორქიდეა
კრებული
1.99
ყიდვა
რჩევები კარიერა...
კრებული
0.5
ყიდვა
როგორ ავისრულოთ...
კრებული
2.99
ყიდვა
იცით თუ არა რომ...
კრებული
1
ყიდვა
ერთი შედევრის ყ...
კრებული
3.5
ყიდვა
სიყვარული
კრებული
0
ყიდვა
ნამცხვრები
კრებული
1
ყიდვა
მსოფლიოს ხალხთა...
კრებული
1
ყიდვა
პრაქტიკული სახე...
კრებული
0
ყიდვა
როგორ?
კრებული
1.2
ყიდვა
კახური სამზარეუ...
კრებული
1
ყიდვა
სუფრის ეტიკეტი
კრებული
0.8
ყიდვა
PEN მარათონი 20...
კრებული
8.45
ყიდვა
ინსომნია 2015
კრებული
5
ყიდვა
საქართველოს თევ...
კრებული
5
ყიდვა
GEORGIA’S EUROP...
კრებული
0
ყიდვა
ყველაფერი წნევი...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი შაქრი...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი გადაუ...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი ალერგ...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი სტენო...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი ფარის...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი ფსორი...
კრებული
1
ყიდვა
ჯადოსნური ენციკ...
კრებული
3.8
ყიდვა
ყველაფერი A, B ...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი კლიმა...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი კუჭის...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი სისხლ...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი თავის...
კრებული
1
ყიდვა
ყველაფერი სახსრ...
კრებული
1
ყიდვა
ჯემალ ქარჩხაძის...
კრებული
3.99
ყიდვა
ტორტები
კრებული
1
ყიდვა
პიცა
კრებული
1.8
ყიდვა
Русская сказка ...
კრებული
2
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
რომაული ანუ ძველი ლათინურენოვანი ლირიკა ბერძნულის გავლენით შეიქმნა, შეიძლება ითქვას, მის თარგზეა მოჭრილი, მაგრამ სხვა ლიტერატურული ჟანრებისგან განსხვავებით, არაფრით ჩამოუვარდება, რიგ შემთხვევაში აღემატება კიდეც ბერძნულს. წინამდებარე წიგნში შესულია შემდეგი რომაელი ლირიკოსების ლექსები და ბიოგრაფიები: გაიუს ვალერიუს კატულუსი, პუბლიუს ვერგლიუს მარონი, კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი, ალბიუს ტიბულუსი, სექსტუს პროპეციუსი, პუბლიუს ოვედიუს ნაზონი, მარკუს ვალერიუს მარციალისი. ლათინურიდან თარგმნა, შესავალი წერილი, წინათქმები და კომენტარები დაურთო მანანა ღარიბაშვილმა. წიგნში გამოყენებულია პაბლო პიკასოს ილუსტრაციები.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-468-08-7
სათაური:
რომაული ლირიკის მწვერვალები
ავტორი:
კრებული
გამომცემელი:
ლოგოსი
გამოცემის თარიღი:
2016
თარგმანი:
ლათინურიდან
მთარგმნელი:
მანანა ღარიბაშვილი
გვერდები:
288
კატეგორია:
ნომინანტები 2017
ნახვები:
3832
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[0]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
რომაული ლირიკის მწვერვალები
კრებული
3832
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
6.9
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
რომაული ლირიკა კატულუსიდან მარციალისამდე
გაიუს ვალერიუს კატულუსი (ძვ.წ. 87-54)
პუბლიუს ვერგილიუს მარონი
კვინტუს ჰორაციუს ფლაკუსი (ძვ. წ. 65 ‒ 8)
ალბიუს ტიბულუსი (ძვ.წ. 55-19)
სექსტუს პროპერციუსი (ძვ.წ. 50-15)
პუბლიუს ოვიდიუს ნაზონი (ძვ. წ. 43 - ახ. წ. 18)
მარკუს ვალერიუს მარციალისი (ახ.წ. 40-104)
კომენტარები
რომაული ლირიკა კატულუსიდან მარციალისამდე
რომაული
ანუ
ძველი
ლათინურენოვანი
ლირიკა
ბერძნულის
გავლენით
შეიქმნა,
შეიძლება
ითქვას,
მის
თარგზეა
მოჭრილი,
მაგრამ,
სხვა
ლიტერატურული
ჟანრებისაგან
განსხვავებით,
არაფრით
ჩამოუვარდება,
რიგ
შემთხვევაში
თითქოს
აღემატება
კიდეც
ბერძნულს.
თუმცა,
შესაძლებელია,
ეს
შთაბეჭდილება
იმითაც
იყოს
გამოწვეული,
რომ
მან
გაცილებით
უფრო
სრულად
მოაღწია
ჩვენამდე,
რადგან
ლათინური
ენის
ცოდნა
შემდგომი
დროის
ევროპაში
არასოდეს
დაკარგულა
და
მათი
ლირიკაც
მნიშვნელოვანწილად
რომაულის
ფესვზეა
აღმოცენებული.
ახალი
დროის
პოეტები
ხშირად
სიამაყით
ახსენებენ
ლირას
და
სიმღერებს,
რაც,
ცხადია,
წმინდად
პოეტური
პირობითობაა,
დიდი-დიდი
წამღერებით
წარმოთქვან
თავიანთი,
ზოგჯერ
სრულიად
არასასიმღარო,
ლექსები,
ანტიკური
პოეზიიისთვის
კი
ეს
არავითარი
მეტაფორა
არ
გახლავთ,
ლირიკა
იყო
მხოლოდ
და
მხოლოდ
ის,
რაც
ლირის
თანხლებით
სრულდებოდა,
მეტი
არაფერი.
ეპიკური
პოეზიაც
იმღერებოდა,
ოღონდ
ლირაზე
არა,
სხვა
საკრავზე.
არსებობდა
იმგვარი
პოეზიაც,
რომელიც
არ
იმღერებოდა,
ვთქვათ,
ეპიგრამატული
ლექსები.
არც
იმგვარი
ლექსები
იმღერებოდა,
კატულუსი
რომ
"ნუგაე"-ს
უწოდებს,
ისინი
ლირიკის
ჟანრს
არ
განეკუთვნებოდნენ,
არადა,
თანამედროვე
მკითხველის
თვალსაზრისით
რა
შეიძლება
იყოს
უფრო
ლირიკული,
ვიდრე
ლესბიასადმი
მიძღვნილი
ლექსები?
გარდა
ამისა,
არც
ვერგილიუსის
"ეკლოგებს"
მიაკუთვნებდნენ
ლირიკის
ჟანრს,
ჩვენთვის
კი
სხვა
რა
არის
ეს
ტექსტები,
თუ
არა
ლირიკული
პოეზიის
უმაღლესი
გამოვლინება.
ასე
რომ,
წინამდებარე
კრებულში
წარმოდგენილი
ლექსები
უფრო
ჩვენი
თვალსაზრისითაა
ლირიკა
და
არა
მაინც
და
მაინც
ძველთა
თვალსაზრისით.
რომში
ადრეული
პერიოდიდანვე
იწერებოდა
მცირე
ზომის
ლექსები,
მაგრამ
მათი
ავტორები
(ენიუსი,
ლუცილიუსი
თუ
სხვანი
და
სხვანი)
უფრო
რიტორები
და
დიდაქტიკოსები
იყვნენ,
ვიდრე
პოეტები
და
მათგან
შემორჩენილი
ტექსტები
პოეზიის
წინარე,
მოსამზადებელ
საფეხურად
არის
მიჩნეული,
ამდენად
რომაული
ლირიკის
სათავეში
ეგრეთ
წოდებული
ნეოტერიკოსები
დგანან,
რომელთაგან
სრულად
მხოლოდ
კატულუსის
ლექსებმა
მოაღწია
ჩვენამდე.
თუმცა,
კატულუსი,
როგორც
ჩანს,
მათშიაც
გამორჩეული
იყო
-
მომდევნო
თაობის
პოეტები,
რომლებსაც
ჩვენთვის
დაკარგულ
პოეტურ
კრებულებზეც
უთუოდ
ჯერ
ისევ
ხელი
მიუწვდებოდათ,
განსაკუთრებული
ქებით
მხოლოდ
კატულუსის
სახელს
ახსენებენ.
ნეოტერიკოსებმა
თავიანთი
შემოქმედების
ნიმუშად
და
მაგალითად
ელინისტური,
სახელდობრ
ალექსანდრიული
პოეზია
დაისახეს,
საკუთრივ
ელინურზე
ნაკლებ
დამოკიდებულნი
არიან.
უნდა
ვიფიქროთ,
რომ
დიდი
ქალაქის,
ალექსანდრიის,
პოეტთა
თემეტიკაც
და
სტილისტიკაც
მათთვის,
ასევე
დიდი
ქალაქის
მკვიდრთათვის,
უფრო
ახლობელი
და
ადვილად
მისაღები
გამოდგა.
ამ
მხრივ
შემდგომი
თაობების
პოეტებიც
მათ
კვალზე
მიდიან,
გარდა
ჰორაციუსისა,
რომელიც
მხოლოდ
ელინი
პოეტების
სალექსო
საზომებით
წერს
და
ამით
ძალიანაც
ამაყობს
-
"პირველმა
შევძელ
რომაული
სიმღერის
ჰანგთა
ეოლიური
ხმომოვანებით
ამეტყველება".
თუმცა,
თემატიკის
მიხედვით
ისიც
უფრო
ალექსანდრიელებისკენ
იხრება.
ვერგილიუსი
მათ
რიგში
ცოტა
განკერძოებით
დგას,
არ
ცნობს
არავითარ
სხვა
საზომს,
გარდა
ეპიკური
საზომისა,
ჰექსამეტრისა,
რომელსაც
მხოლოდ
კატულუსი
იყენებს
თავის
ნახევრად
ეპიკურ
გრძელ
ტექსტებში
და
არა
ლირიკაში,
სადაც
იგი
აბსოლუტურად
თავისთავადია,
არც
ელინისტური
და
არც
ელინური
გავლენა
არ
იგრძნობა.
თუ
კატულუსის
ლექსები
გულწრფელობითა
და
უშუალოებით
გამოირჩევიან,
ჰორაციუსისთვის
ეს
თვისებები
მიმზიდველი
სრულებითაც
არ
არის,
მისი
აზრით,
ნაკლებ
შეეფერება
მაღალ
ხელოვნებას.
მისი
ლირიკა
სტატიკურია,
ნაჭედი
და
ნაქანდაკარი,
აქ
მთავარია
ენობრივი
ძალმოსილება,
საიუბილეო
ოდაა
აღვლენილი
თუ
დამუშავებულია
რომელიმე
ჰედონისტური
მოტივი,
ამგვარი
ლექსისთვის
თითქმის
სულერთია,
ყველა
მათგანი
სიტყვისა
და
პოეტური
სინტაქსის
ზეიმია.
ამის
გამოა,
რომ
მისი
პოეზია
თარგმანებში
შედარებით
მკრთალად
გამოიყურება.
და
დღეს
თითქოს
ძნელი
მისახვედრიც
არის,
რატომ
მიიჩნეოდა
იგი
პირველ
რომაელ
ლირიკოსად.
ხოლო
პირველი
პოეტი
ვერგილიუსია,
"გეორგიკებისა"
და
"ენეიდას"
ავტორი,
რომელთანაც
სათქმელსა
და
ფორმას
შორის
იდეალური
წონასწორობა
სუფევს.
ჰორაციუსისაგან
განსხვავებით,
ფორმა
განცდას
ვერასოდეს
ერევა.
ჰორაციუსის
შემდგომ
ყველა
ლირიკოსთან
სულ
უფრო
თვალნათლივია
პირობითობის
მომენტი.
მუშავდება
სარტფიალო
პოეზიის
ტრადიციული
თემები,
ლექსების
დიდი
ნაწილი,
ფაქტობრივად,
ერთმანეთის
ვარიაციებია.
თუ
კატულუსის
ლექსი
უშუალო
განცდის
ნაყოფი
გვგონია,
რომელიც
თითქოს
თავისით
იქმნება
და
არც
ერთი
თემა
საგანგებოდ
არც
არის
შერჩეული,
ამ
პოეტებთან
ლექსები
წინასწარ
აღებული
დასამუშავებელი
თემებია,
ისინი
ზოგჯერ
ბრწყინველედ
მუშავდება,
ზოგჯერაც
ნაკლები
ბრწყინვალებით.
შთაბეჭდილება
გვრჩება,
თითქოს
თემები
თვითონ
ეჯიბრებიან
ერთმანეთს,
ვის
ლექსში
უკეთ
გამოანათებენ.
ამგვარ
საქმიანობაში
დიდი
მნიშვნელობა
ეძლევა
ავტორის
ფანტაზიასა
და
მახვილგონიერებას,
ამ
მხრივ
პირველობა
ალბათ
მაინც
ოვიდიუსს
ეკუთვნის.
სულ
სხვა
სურათია
ოვიდიუსის
იმ
ლექსებში,
რომლებიც
განდევნილობის
ჟამს
დაიწერა.
პირობითობა
და
მახვილგონიერება
ცოცხალ
განცდას
უთმობს
ადგილს,
სიმწარეცა
და
მონატრებაც
სავსებით
ნამდვილია.
სამწუხაროდ,
ისინი
შედარებით
დაუდევრად
არის
დაწერილი,
მკითხველის
გარეშე
დარჩენამ
ამ
არაორდინალურ
პოეზიას
მაინც
თავისი
დაღი
დაასვა.
ოვიდიუსის
გადასახლებით
მთავრდება
რომაული
პოეზიის
ოქროს
ხანა.
გარდაიცვალა
მეცენატი,
ავგუსტუსის
უპირველესი
მეგობარი
და
პოეტების
მფარველი.
თვითონ
ავგუსტუსმაც,
იქნებ
იმიტომ,
რომ