წიგნიდან „უსათაურო“
- * * * (ასე ამბობდა, ჩვენ ვართ მგზავრები) ასე ამბობდა, ჩვენ ვართ მგზავრები,
პორტებს, სადგურებს, ქალაქებს ვიცვლით,
რომ თან ვუყვარვართ, თან ვეჯავრებით,
ვინც უკვე თურმე დაგვტოვა თითქმის.
ასე ამბობდა – ვებრძვით არაფერს,
არც გვეძინება და ვცხოვრობთ სიზმრით,
მერე კი ისევ ვხურავთ დარაბებს,
ცხოვრება რჩება, სადღაც, შორს, იქით.
ასე ამბობდა, ჩვენ ვართ მგზავრები,
თან გვეშინია სიშორის სივრცის,
რომ თან მოვწყინდით, თან ვენატრებით,
ვინც უკვე თურმე დაგვტოვა თითქმის.