წერილი
ძველებურად წერილს მოგწერ, მისს,
გავიხსენებ იმ უდარდელ დროს,
დამიჯერეთ, მონატრებად ღირს,
უფრო ლაღად ვიარსებოთ რომ.
ვერ გაჩვენებ მე ცხოვრების გზას,
ვერ მოვიყვან მე ბედნიერ დღეს,
გთხოვ, უბრალოდ, რომ ახედო ცას,
აყვავებულ აკაციის ხეს.
ვუფრთხილდები უკვე ყოველ წუთს,
და ბავშვივით მივსდევ ყოველ წამს.
არავისზე აღარ ვფიქრობ ცუდს,
ყველა თავის კომედიას დგამს.
ძველებურად ვზივარ, წერილს გწერ,
ავისრულე, რაც მინდოდა სულ,
არ ინათა, სიბნელეა ჯერ,
კარგი არის, უფრო ღამე მსურს.
მერე უნდა გავყვე დილის გზას,
დაიწყება მოსაწყენი დღეც,
გთხოვ, ახედე, გთხოვ, ახედე ცას,
აყვავებულ აკაციის ხეს.
2013