გუშინწინდელა ლექსი
ვიცი, ჩაის ჭიქა სავსე არის,
ვიცი, გამაცია დეკემბერმა,
შენ დევნილობაზე მიყვებოდი,
როგორ შეგაჩვენეს მეგობრებმა.
ცაზე, მზის სხივს ,გაციებულს,
ხელში ეპყრა ამ სამყაროს სათავენი.
ვშიშობ, თვალები მეხუჭება,
ვშიშობ ,ისევ წარღვნებს მივეცემი.
ახლა მე ისე ვარ გადაღლილი,
ალბათ ხეს ფოთლებად ჩამოვწყდები!!!
მაჩვენე სადაა ის ჭრილობა ,
რომელსაც გულის პირთან ვეხორცები.
მზის სხივივით გამოჩენილს ,
ალბათ წაგიღებენ კვლავ ნისლები
როგორც „ბიჩოკი“დასრესილი
ტალახში უმოწყალოდ ჩაიწვები.
ეს ცხოვრება დევის კალოს ემსგავსება,
ძვლების და ხორცის გადაზელით,
აქ მხოლოდ ღმერთი იყო მოსაძებნი,
ჩვენ კი ერთმანეთით ვერ გავძღებით.
მე ვიცი, რისიც ძლიერ მეშინოდა,
არის არჩევანი, რომელსაც მე ვერ ვხვდები.
ჩიტები, ჩაკეტილნი გალიაში---
ჩიტები, დევნილები არწივებში.
ქარები გველებივით სისინებენ
ოდნავ შეღებული კარებიდან
და სხივიც მიეყუდა მტვერიან ფიქრს
„---ნუთუ ასე მალე დავიშლებით?!“
ვიცი, მაგრადა ვართ დაშლილები,
აწყობისთვის ღმერთთან გვინდა შეხვედრები,
მაგრამ დევნილები უმოწყალოდ ,
უკვე ამასაც ვეღარ ვხვდებით.
დავესრისოთ ტალახიან გზას „ბიჩოკივით“,
ასე ნაუცფათი შემთხვევებით?!
ვიცი, ჩაის ჭიქა სავსე არის,
ვიცი გაციება ოქტომბერით,
გული,
გული მინდა სისხლიანი,
და გულის პირთან შევხორცდები!!!!
27.10. 2017.