ღიობი დაეფინება თოვლი ღიობებს
და უფოთლობას
ტყეებში ფარავს.
მზისა რა გითხრა?
კლდიდან ჩაჩეხილს
ყვავ- ყორან-სვავნი
იყოფენ საგზლად.
შემოიხედე გულისა წიაღს,
მზისა სიკვდილზე
უამბე რაღაც,
გზებს შემოუჭამს
თოვლი ყველაფერს
და უცოდველად სდგას
გულის კართან.
და ეს სინაზე ზამთარს შავეთში
მიმოეფინა და მიმოფანტა,
მიზნებაცდენილს-
წვრილობში გულთან-
ყველაფერი აქვს, სათქმელის გარდა.
დამშვიდობება გახდა ცხოვრება
სულთა თანა, შეხვედრის ნაცვლად!
08.10.2022.