სისხლისფერი ლოცვა მე უფლის კალთას
არ ვტოვებ ალბათ,
და არაფერი
არ მხიბლავს ახლა!
განვიწონები,
მგონი, სიკვდილით
და დავიჭრები,
მგონი, შორიდან
ნასროლი ტყვიით.
ისე ღონივრად,
რომ ვეღარ აღვსდგე
ალბათ ოფლისგან.
სიტყვა, ნათქვამი
ბაგით ოხვრისგან,
იყოს არამი
და იავარქმნას
ქარმა ყოვლისგან,
რომ მოწანწალებს
ისე შორიდან, შენს
სანთლის სუნთქვას
პურის სუნად
ვეღარ მომიტანს.
ეჰა, მშიერი
ხრმალი ომისგან
თასებს აავსებს
სისხლის ორთქლისგან,
რომ აღმოებას
ვაზი ჭიგოებს
და აიჭიმოს
ისევ ზედაშედ.
გვედრი, გიყვარდე,
ვიდრე მოვდივართ
ჯერთ უცოდველნი
კრავთა ბაგიდან,
უკვე მომკვდარნი
ბილწთა ომისგან.
29.12.2021