ჭიშკარი
გულთან
დაგმანულ ჭიშკარს
ვერღა აჭრიალებ,
მივხვდი .
გხედავ
და მზეზე მთბარ
კენჭებს
ნაპირიდან წყალში
ვისვრი.
მითხარი,
რჩება ნუთუ
ყვავილზე
ნამი დილის ?!
ღამის
შავი მელნით
მოგწერ
ტკივილებს ლექსად,
მაგრამ
თარგმანება მიჭირს !
ო, ეს სამელნე--
სავსე ,
ლურჯად დაღებული
პირით.
ღამეა,გაქრა მთვარე,
პოვნაც ვარსკვლავების
მიჭირს .
ვბეჭდავ წიგნს,
ლექსებით სავსეს;
ახლებს
ვერ ჩავატევ
შიგნით.
ხალხი
ერიდება შეყრას.
და ეჩვევა ჩუმად
სიკვდილს.
17.10.2020