სისხლის რუბიკონი (სევდისმომგვრელი პოემა არაზუსტი(კოჭლი)რითმების გარეშე)
ფრიად წარმატებულია,
სწორედ რომ ასეთზე ითქმის,
რასაც კი მიზნად სახავდა,
მან ხორცი შეასხა თითქმის.
სიმდიდრე აკლდა ჩვენს გმირს და,
ესეც მოუვლინა ღმერთმა,
ფრთები გაშალა ფასკუნჯად,
იხარა,ვით ბედის ერთმა.
მან ,ბოლო ხუთ წელიწადში,
დიდი საწარმო გამარათა,
ბედნიერების საწვდომად,
გამრჯე მარჯვენა აღმართა.
ამჟამად,გულისსწორისკენ,
მძლავრი მანქანით მიჰქრის,
მას წინ ეწევა სული და
სწრაფი წყალდიდი ფიქრის.
მისი რჩეული, ქალთამზე,
მართლაც რომ ღირსეულია,
მას სილამაზის ნიმუშად,
დღემდე ამაყად უვლია.
ვაჟმა იცის რომ მიზანი,
მარტივადვილი არაა;
სიყვარულის გზა, ოდიდან,
ეკლითფენილი შარაა.
დღე,დაქანცული იძინებს,
იფარებს ღამის საბურველს,
მაგრამ მანძილიც მცირდება,
რაც მას აშორებს სასურველს.
იხსენებს წუთებს გაცნობის,
როს საუბარი გაჭირდა,
და გულისცემა ვაჟკაცის
დელგმის წვეთებად გახშირდა.
ურთიერთობის საწყისი,-
უხერხულობის მორევი....
ასეთ დროს უნდა შეიქმნე,
შენივე გულის მომრევი.
შემდეგ კი ორთა კავშირი,
გათბება, გაიოლდება,
მოსაუბრეებს სულები,
საამოდ აუჩქროლდება.
ურთიერთნდომა წარხოცავს,
კრძალვა -რიდების ზღუდეებს,
ხავსმოკიდებულ ადათებს,
სწორხაზოვნებს თუ მრუდეებს.
თუმცა, პირველი ნაბიჯი,
აწ უკვე გადადგმულია,
ის,გამოცდაზე გასული,
ბავშვივით დაძაბულია.
ესმის,რომ სახიფათოა,
ბედისწერასთან ხუმრობა,
ის ზოგჯერ შემზარავია,
ვით ტარტაროზის სტუმრობა.
ფათერაკი ხომ მგელია,
ბევრისთვის გაუკრავს კბილი,
სამსალით აუმღვრევია
ტრფიალის ბადაგი ტკბილი.
ვაჟის გზის მანათობელი,-
ძვირფასი საჩუქარია,
იმედით,შუქფენილ გზაზე,
იმიტომ მიუხარია.
მივლისას კვლავაც დახედა,
ფირუზისთვალა საჩუქარს,
ზოგისთვის ნაკლებღირებულს,
ზოგისთვის მზისებრ სანუკვარს.
ვისთვის ოქროა -საუნჯე,
ვისთვის კი,ტურფა ვარდია,
ქალი ყვავილთა მეხოტბე,
კაშკაშა ცის ლაჟვარდია.
ასულთა უმრავლესობა
ჰყვარობს,ბრჭყვიალა სამკაულს,
ესთეტი ქალი ვარდს ეტრფის,
როგორც ბუნების სასწაულს.
შედევრს ვერარას შემატებს,
ჭრელფეროვანი არშია,
და შეცდა ვინაც,ძვირფასი,
ფასდაუდებელს არჩია.
ტრიუმფი გმირთა ხვედრია,
და არა პირშავ მხდალების;
ვარდი მგოსნობის გზნებაა,
სამკაული კი-თვალების.
თუმცა ,მნიშვნელოვანია,
ძვირფასი ძღვენის ჯავარი,
ფეშქაში მხოლოდ ნივთია,
მბოძებელია მთავარი.
და გაიბადრა პირიმზე,
ვით ალიონზე ნარგიზი,
აღნიშნა, მომძღვნელს საჩუქრის,
გემოვნება აქვს ფაქიზი.
ხანმოკლე იყო სტუმრობა,
მაგრამ მოესწრო ყოველი,
ამურმა ფრთები გაშალა,
ხიბლის და ვნების მთოველი.
სალუქ ქალს თავი ეჭირა,
კდემით აგებულ სიმაგრედ,
გრძნობის აყოლა, ვადამდე,
ჩათვალა საძრახ სიმდაბლედ.
სიკერპის ყინულს,სითბოსგან,
ბოლოს ჩვევია გალხობა...
ღვთისგანდალოცვილ კავშირზე,
ვაჟმა მიიღო თანხმობა.
ეს კი უბრძნესთა სიტყვაა,
გზას უხსნის ერთსულოვნებას,
ბრძოლა-ქიშპობის შეწყვეტას,
მათივე გამშვიდობებას.
ბოლოს,სტუმარი წამოდგა,
ქალს წასვლის დროზე ანიშნა...
და განშორების სიმძიმე,
ჩვეული ტაქტით აღნიშნა.
გამოვიდა და მანქანა
დასძრა,ვით მარტის ყინული,
ვაჟკაცს ალერსი მოსწყურდა,
როგორც დასიცხულს ბინული.
ვით ტრფობის მხედართმთავარი,
ფრიად გალაღებულია,
და ღვინის ნექტაროვნებით
საამოდ რეტდასხმულია.
ერთობ უიღბლო გამოდგა,
მისი ჯვრისწერა პირველი,
მისგან შეწუხებულია,
ვით მძიმე ტვირთის მზიდველი.
წარუშლელია პირველი
ტრფობა,თუკი ის გვინახავს ,
ვით წრფელი ხაზინადარი,-
გონი პირნათლად ინახავს.
თუ ვინმეს, ბედნიერება
მოსვლისას მოუტანია,
წასვლისას სევდას დატოვებს,
ვით კარგვა დასანანია.
რაც იყო იყო, წავიდა,
წარსული გარდასულია...
მერმისის ფარულ ჩქერებზე
ბოგირნი გადებულია.
მოულოდნელად განრისხდა,-
ზევსმა შეყარა ღრუბელები,
თითქოს საომრად განაწყო
და დაურიგა შუბები.
ფარით,მახვილით აღჭურვა,
როგორც არმია სრულქმნილი,
და წაქეზებით აღუძრა,
სისხლის მდინარის წყურვილი.
ხმლები იშიშვლეს მხედრებმა,
აღმუვლდა ზათქით ლაღუმი,
და ელვამ,მეხთა ქორწილის,
მოკაზმა ზეიმ-აღლუმი.
იფეთქა ზეცის ვულკანმა,
ამოიოხრა გრიგალით,
და შეძრა თვალსაწიერი ,
სმენისდამხშობი გრიალით.
გულღვარძლიანი ღრუბლები,-
ქვემეხნი მეხისმტყორცნელნი,
განუდგნენ ყოვლისგამგებელს,
ვით სატანაზე მლოცველნი.
ცეცხლთაცვენა კი წამრღვნელი,
ხვნეშასთან ხმაშეწყობილად,
ბობოქრობს,რათა თვალდაწვით
სივრცე აქციოს ბრმობილად.
ზრიალზანზარებს ცისსფერო,-
წვავს მეხთატეხის სახმილი,
ცამრგვალი სისხლით ივსება,
დალეწილ-მკერდგადახსნილი.
თვალთაგან ნაპერწკლებს ყრიან,
ელვათა მშვილდისარები,
როკავენ ხმალთაკვეთებით,
გესლისღვრით შემაზარები.
მინა მსწრაფლ დაჭორფლიანდა,
თავსხმის მსხვილ-მსხვილი წვეთებით,
ვით ღაპაღუპით მდინარი,
ჭირისუფალის ცრემლებით.
ჩართო, გამწმენდი, გზაშარას
გაფაციცებით გახედა,
ანაზდეულად,ნანახით,
ქანდაკის მსგავსად გახევდა.
ახლოს, თვალთხედვის არეში,
გამოჩნდა ადამიანი,
მძღოლის ქმედობა ყოველი,
ვაგლახ,აღმოჩნდა გვიანი.
გაისმა დაჯახების ხმა,
გულმკვლელი, როგორც გოდება,
მყის საჭეს მიეხალა და
უმალ დაჰკარგა გონება.
ოდეს გრძნობაზე მოვიდა,
დაბრუნდა გონი გამქრალი,
ტკივილი იგრძნო გულმკერდში,
თითქოს დაეკრათ ხანჯალი.
სასოწარკვეთილს, მომხდარით,
დააწყებინა ბაბანი,
მაგრამ შიშს სძლია,გამხნევდა,
და მოიმარჯვა ფარანი.
მიმოაშუქა გარემო,
რათა გაერკვეს მომხდარში,
და ნახა ადამიანი,-
ყოფის სისხლიან ავდარში...
იხილა თავზარდამცემი,
მან რეალობა წყეული,
ტანსრული კაცი ადგია,
დარტყმისგან გონწართმეული.
დააკვირდა და