იძულებულმყოფს სამშობლო ოდა აღუვლინო მას. საქართველო უფლის გადარჩენილი უმშობლო ბავშვია. ღრუბელს, რომელიც მას დახედავს, გრძნობა მოერევა, თვალები მოეცრემლება და მოფერების წვიმას დააპკურებს, ზეციდან საზრდოდ გამოგზავნილს. იგი მხილველის გულზე ალისმომდები მგზნებარებაა.
ქრისტეს რჯულივით სარწმუნოა, რომ მწარედ ნანობენ მოთარეშეთა სულები, ქარიშხალ-წყალდიდობები, იმას რაც ვაზის და ნარინჯის სამეფოს გავნეს. შენ ხარ ყველა მშვენების გადამჩრდილავი სეფექალი, იადონის ჰანთგა წყობა, პოეზიის რუსთველობა და მომავლის მოციაგე ვარსკვლავთვარსკვლავი.
ვაი, რომ შენი საკადრისი განდიდება ჩემ სუსტ ძალ-ღონეს აღემატება.
ქართველნო! დედამიწის შექმნისას, კავკასიონი ფეხზე წამოუდგა საქართველოს, მივბაძოთ მას და ვცადოთ მარადცოცხალი სამშობლოს კიდევ ერთხელ გაუკვდავება!