ავტორებისგან
„ყველაფერი ბავშვებისათვის“! შთამბეჭდავად ჟღერს ეს ფრთალაღი ფრაზა. მოკლე საბავშვო ლექსები პირველი ნაბიჯებია პატარების განვითარების დიდ გზაზე.
არ არსებობს ენა – არ სარსებობს ერი . . . ლექსად ჩამოყალიბებული, მცირე ზომის (ერთ ან ორ სტროფიანი) გამოცანა, განსაკუთრებით თუ ის შინაარსიანი და გონებამახვილურია, საუკეთესო საშუალებაა ბავშვის ფაქიზ გონებაში მშობლიური ენის და ყოველივე საინტერესოსადმი სიყვარულის აღძვრისა. ამასთან, გამოცანების პასუხების ძიება გართობა–დასვენების და ცოდნის შეძენის (ერთგვარად აზარტულიც კი) საშუალებაა.
საყვარელო ბავშვებო და ყმაწვილებო! გთავაზობთ სხვადასხვა სირთულის, ორასზე მეტ „გონების სავარჯიშოს“, წიგნის ბოლოში დართული პასუხებით.
გულთან ახლოს ნუ მიიტანთ და ნუ გეწყინებათ, თუ რომელიმე მათგანი თქვენთვის რთული აღმოჩნდა და ვერ უპასუხეთ. დაე, ეს ყოფილიყოს ყველაზე დიდი წარუმატებლობა, თქვენს ხანგრძლივ და ბედნიერ ცხოვრებაში . . .
1. ნაბიჯი ხან ნელია,
ხანაც კიდევ ჩქარი,
გაკვეთილის დაწყებას
ბავშვებს ამცნობს . . .
46. მას პირველი ნიშანი
გაზაფხულის ჰქვია;
მორცხვად თავდახრილია,
ლურჯთვალება . . .
93. კაკლის გულის, თხილის
არის მოგრძო აცმა
და მას ძლიერ უხდება
ტკბილი ჩოხის ჩაცმა . . .
16. მზიდან დედამიწამდე
მანძილია შორი;
ქართლის მთავარ ქალაქს კი
ეწოდება . . .
47. ცხენის შვილი პატარა,
რა თქმა უნდა იცი,
დაფირდი და მიხვდები,
რომ ესაა . . .
99. თითქოს მტაცებელია,
უხეში და უზრდელი,
მაგრამ შავ დღეში აგდებს
ერთ მულტფილმში კურდღელი . . .
17. ამას თვითონ მიხვდები,
არ სჭირდება ბჭობა,
ღმერთის დაბადების დღეს
ეწოდება . . .
53. მრგვალი, ზოლებიანი,
წვნიანი და ტკბილია,
ზამთრის სახელს ატარებს,
თუმც ზაფხულის ხილია . . .
103. საბავშვო მარხილია,
ხელით სატარებელი,
თოვლზე აგასრიალებს,
ბავშვთა გამხარებელი . . .
29. დადის დაიბღინძება,
მაღვიძარა ფრთოსანი,
აქვს დეზები, ცოლად ჰყავს
ბევრი მანდილოსანი . . .
68. თვისებაა მოსწავლის,
მერწმუნე, მართალია,
თუ სწავლა გეზარება,
ეს, იმისი ბრალია . . .
120. მას ცხენს ზურგზე ადგამენ,
სანამ შეაჯდებიან,
რას ვგულისხმობ ბავშვები,
ალბათ, უკვე ხვდებიან . . .
31. მასზე ბევრი სპექტაკლი
და შექმნილა კინო,
გრძელცხვირა თოჯინაა,
ჰქვია . . .
80. ცხოველებში უდიდესს,
აქვს ნაბიჯი ნელი,
დიდი, თეთრი ეშვები,
ცხვირი ერთობ გრძელი . . .
122. წმინდანად შერაცხული,
წრფელი და მართალი. . .
მისი დარი ხელმწიფედ,
არ გვყოლია ქალი . . .
45. უცნაური ხილია,
ზღარბს აგონებს პატარებს,
რადგან თავდასაცავად
ეკლის ჩოხას ატარებს . . .
83. ქვედა ყბის ნაწილია,
ბოლო მომრგვალებული,
თუკი ჩამოგივარდა
რჩები პირდაღებული . . .
145.ის ბევრის ნათლიაა,
ეკას და ილიკოსი . . .
სულიერი მამაა
ჩვენი . . .
160. ის მხტომელი მწერია
და მწარედ იკბინება,
ის ერთი ძველი ზღაპრის
გმირადაც გვევლინება . . .
190. ასოების რიგია,
რა არისო იკითხავთ,
ის რომ არ არსებობდეს,
ვერაფერს წავიკითხავთ . . .
85. თუ გსმენია ეს ანდაზა,
თუ არა და ტვინს ნუ დაღლი,
თეთრი ძაღლი, შავი ძაღლი,
ორივეა ...
90. ტყეშია და არ ახსოვთ,
გარდაცვლილის ვალივით,
წლის ბოლო დღეს ლამაზად
რთავენ პატარძალივით...
95. ორი ნავის ჩაბმაა,
განივად კვეთს მდინარეს,
ებრძვის ტალღებს უნიჩბოდ,
ხან წყნარს, ხანაც მძვინვარეს...